უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული დასავლური მკაცრი სანქციების გამო, რუსეთის ფედერაციაში არაერთი კომპანია წყვეტს მუშაობას.
მათ შორისაა ფინური კომპანიები – რძის პროდუქტების მწარმოებელი Valio და ყავის მწარმოებელი Paulig.
ამასთან, რუსეთში მაღაზიებს ხურავს კოსმეტიკის მსხვილი სავაჭრო ბრენდი –Sephora.
აღსანიშნავია, რომ იმ საერთაშორისო კომპანიების რიცხვი, რომლებიც რუსეთის ბაზრიდან გასვლას გეგმავენ, ყოველდღიურად იზრდება.
კომენტარები