• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაზე „ჭიდაობენ“ ნიკა მელია და სააკაშვილი და რა შემთხვევაში არ დააყენებს თავის კანდიდატურას „ნაციონალების“ თავმჯდომარე?

ალია ავტორი - ალია
00:18 05-19-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
310

ანი დვალიშვილი, ალია

„ალიამ“ რამდენჯერ დაწერა, ოპოზიცია მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ 15 მაისის აქცია როგორმე არ ჩაატაროს და ამით საკუთარი უსუსურობა კიდევ ერთხელ არ გამოაჩინოსო. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორც ეს ახდა – ოპოზიციამ „ჩათვალა“, რომ აქციის ჩატარებას აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომ, აღარ გამართა. რეალურად კი, ოპოზიცია დარწმუნებული იყო, საჭირო ოდენობის ხალხს ვერ მოაგროვებდა და უკან ამიტომ დაიხია. მათ იმის განცდა რომ ჰქონოდათ, აქციაზე 20 ათას ადამიანზე მეტი მივიდოდა, აუცილებლად გამართავდნენ, მაგრამ…

თუმცა, ოპოზიციის მინუსი მხოლოდ ეს არ არის. პარლამენტს გარეთ „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩნენ, დანარჩენები კი შევიდნენ და ახლა ნაცებს უკიჟინებენ, შემოდითო. ჰო, სწორედ ნაცებს, რადგან შალვა ნათელაშვილისა და გიგა ბოკერიას პარტიების კვოტა იმდენად მცირეა, სათვალავში ჩასაგდებადაც არ ღირს. ნაციონალური მოძრობის უმრავლესობას პარლამენტი შესვლა ძალიან უნდა, მაგრამ ეს ამბავი როგორმე უნდა „გააპრავოს“ და ამიტომ, ნიკა მელიამ რეგიონებში კონსულტაციები დაანონსა, სააკაშვილთანაც კი წავიდა უკრაინაში, კონსულტაციაზე, მაგრამ გადაჭრით შეგვიძლია გითხრათ ორი რამ – კონსულტაციები არ გაიმართება, ნაციონალები ისეც შევლენ პარლამენტში და პარლამენტში ცოცხალი თავით არ შევა შალვა ნათელაშვილი. მთავარი ლეიბორისტს სათქმელი ექნება, მე ხალხის დაკვეთა ბოლომდე შევასრულე, გაყალბებული არჩევნები არ გავუპრავე ხელისუფლებას და ერთადერთი ვარ, ვინც თბილ სკამს არ დახარბდაო. ნუ, დეპუტატის ხელფასი რომ ერიცხება, ეგ არაფერი, მთავარია პარლამენტში არ ზის. სხვათა შორის, აზრთა სხვადასხვაობაა „ევროპულ საქართველოშიც“. უფრო კონკრეტულად კი, პარტიის წევრებს შესვლა სურთ, თამარ ჩერგოლეიშვილს – არა. ჩერგოლეიშვილი კი იმაზე მეტს წყვეტს პარტიაში, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ოპოზიციაზე ისიც ვთქვათ, რომ ციხიდან გამოსული ნიკა მელიას ავტორიტეტის შერყევაზე ღიად თუ ფარულად, მუშაობენ. ეს იქიდანაც ჩანს, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, არანაირად არ აპირებენ მხარი მელიას დაუჭირონ. ესეც არ იყოს, მისი პატიმრობით საუცხოოდ ისარგებლა მიხეილ სააკაშვილმა და საკუთარი პოზიციები პარტიაში ბევრად გაიმყარა. ახლა მელიას რადიკალური ნაბიჯების გადადგმა დასჭირდება იმისთვის, რომ კვლავ ერთადერთის და უალტერნატივოს მანტია მოირგოს. პარტიაში მოძლიერების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი ფინანსურადაც მოძლიერდა და ამ ამბავში „ოცნების“ მეგობრების, წევრების თუ ლიდერების ხელიც ურევია (ამ თემაზე მომდევნო ნომრებში აუცილებლად დავწერთ). საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების დემონსტრირებას მელიაც შეეცადა, როცა ციხიდან სახლში ნახევარ მილიონიანი „მაზერატით“ მივიდა. მოგეხსენებათ, ფინანსური დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა უკვე მელიამაც იცის, რომ ფინანსურად სააკაშვილს ვერ დაეჭიდება. ამიტომ, რამე უნდა მოიმოქმედოს და მთავარი ის არის, ნამოქმედარი რამდენად წაადგება პარტიას. ზედ არჩევნების წინ, სააკაშვილი და მელია იმაზე ჭიდაობენ, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატებთან დაკავშირებით და საერთოდ, იქნება თუ არა მელია კანდიდატი. თუ ნიკა მელია რეგიონებთან მიმართებაში გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, ის მერობის კანდიდატად საკუთარი თავის დაყენებაზეც უარს იტყვის და ასეთ შემთხვევაში, ნაციონალებს მაგალითად თბილისში ძალიან გაუჭირდება.

თეგები: მიხეილ სააკაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved