• რეკლამა
  • კონტაქტი
14:46, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს იენს სტოლტენბერგმა და პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გაფართოებულ შეხვედრაზე

ალია ავტორი - ალია
15:50 03-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
187

როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველო-ნატოს ურთიერთობა – რაზე ისაუბრეს იენს სტოლტენბერგმა და პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გაფართოებულ შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში – ერთობლივ ბრიფინგზე იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს დაახლოების შესახებ და ამისთვის საჭირო კონკრეტულ პროგრამებზე ისაუბრეს.

სტოლტენბერგი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში უნდა გაგრძელდეს რეფორმები – მათ შორის “სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით”.

საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ  მნიშვნელლოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორ8იცელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
სამხერეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართელოს ნაწილი, ნატო აგრძელებს რუსეთისადმი მოწოდებას, რომ გაიწვიოს საქართველოს ძიტრძველი ტერიტორიების დამოუკიდებლობად აღიარება და ოკუპირებულ ტერიტიორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინრე მოვვლენები უკანონოა.
რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავაძლიეროთ მხარდაჭერა, ნატო-ს მოკავშირეები უწევენ მხარდაჭერას უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პაერტნიორებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
შვი ზღვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვისაც და ნატოსთვისაც. რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში არის შეფერხებყული და ჩენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე, უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს.
ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და გვქონდა საუბარი ჩვენ იმაზე, თუ როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება. ზოგადად, შევთანხმდით, რომ ცალკეული კონკრეტული პროგრამები გვექნება საჭიროებებზე მორგებული, რომ საქართელო-ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს.
მიცესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბვერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება ქვეყანაში,“ – ამბობს სტოლტენბერგი.

კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური კურისის მხარდაჭერისთვის.

ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი ათწლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს, თუმცა თქვენი ლიდერობით მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო ნატოს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველო ალიანსის ერთ ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, წლების მანძილზე ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებს განიცდის. მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა რის საფრთხის ქვეშ. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეგები: იენს სტოლტენბერგიირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved