ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
“აქ რამდენიმე პოსტი შემხვდა საყვედურით სომხეთ-აზერბაიჯანოს კონფლიქტში ნეიტრალიტეტს რატომ იჭერთ, სომხეთი მსხვერპლიაო.
1) კონკრეტულ ამ შეტაკებაზე არ ვამბობ (რადგან ის სოხმეთის საზღვართან ხდება და არა ყარაბაღში), მაგრამ ზოგადად აზერბაიჯანი იბრძვის იმ ტერიტორიის დასაბრუნებლად, რაც თავის დროზე წაართვეს რუსეთის დახმარებით, როგორც ჩვენ წაგვართვეს აფხაზეთი და ოსეთი (არამგონია აზერბაიჯანის მიზანი მთელი სოხმეთის დაპყრობა იყოს). და შესაბამისად ჩვენ და აზერბაიჯანი პოლიტიკურად ერთ სიტუაციაში ვართ. ამიტომ სომხეთის მსხვერპლად გამოცხადება იგივეა, ხვალ უკრიანა ყირიმში რომ შეიჭრას და ჩვენ დავწეროთ, რუსეთი მსხვერპლიაო
2) სომხეთი არის რეგიონში ჩვენი მტრის, რუსეთის მთავარი მოკავშირე. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ვიყოთ მტრის მოკავშირის მხარეს?
ამიტომ რაც უნდა გვიყვარდეს სომეხი ერი, ამ ომში მათ ვერ ვუგულშემატკივრებთ და ეს უნდა ესმოდეთ ჩვენს სომეხ თანამემამულეებს. მაქსიმუმ შეიძლება ვუგულშემატკივროთ მშვიდობას.”
კომენტარები