• რეკლამა
  • კონტაქტი
02:55, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რაც არ უნდა დაგვხვდნენ, რაც არ უნდა გვცემონ, როგორც არ უნდა გაგვისწორდნენ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება!“ – კუპრავა

ალია ავტორი - ალია
15:37 03-01-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრებო, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მხარდაჭერისა და გულისხმიერებისთვის. თავდამსხმელებმა თან წაიღეს ჩემი ტელეფონი და რადგან პაროლი არ მახსოვდა ამიტომ ამ დრომდე ვერ ვახერხებდი ფბ-ზე შემოსვლას.

ამბავი იყო ასეთი…

დაახლოებით 20:15 სთ-ზე გამოვედი დიღმის მასივიდან, გიორგი კაპანაძის ოფისიდან სადაც გიორგისთან ერთად შს მინისტრის მოადგილის ცაციაშვილის კონკრეტულ კორუფციულ სქემაზე ვმუშაობდით და უახლოეს დღეებში ვგეგმავდით სკანდალური სიუჟეტის გაკეთებას. ამის შემდეგ დავიძარი მრტო სახლისკენ და დაახლოებით 20:40 წთ-ზე შემოვედი ჩემი კორპუსის ეზოში, სადარბაზოს წინ 2 მეტრში გავაჩერე მანქანა და გადმოვედი, რა დროსაც მარჯვნიდან მომიახლოვდა ორი სპორტული აღნაგობის 27-28 წლამდე პიროვნება და მითხრეს სიტყვა ,,უკაცრავად” (თითქოს ვინმეს ან რამეს ეძებდნენო) რაზეც მე მივიხედე მათი მიმართულებით და იმ მომენტშივე შემომასხეს სპრეი, გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება რომელმაც მომენტალურად გამოიწვია თვალების ძლიერი წვა, ტკივილი და ფაქტიურად სრულიად გამოვედი მდგომარეობიდან. ამის შემდეგ ამ პირებმა დაიწყეს ,,მუშაობა” და აბსოლიტურად უსიტყვოდ, უემოციოდ კასტეტებით შეიარაღებულებმა შეასრულეს ის დავალება, რაც მათთვის იყო მიცემული. ბოლოს კი ის ღვინით სავსე ბოთლი გადამამტვრიეს თავზე, რომელიც გიორგი კაპანაძემ მაჩუქა 1 საათით ადრე, მისი ოფისადან გასვლის წინ.
შეიძლება ითქვას გადავრჩი, რადგან ბევრად მძიმე დაზიანებები შეიძლებოდა მიმეღო. მაგრამ, რადგან გადავრჩი ბევრად მოტივირებული და დარწმუნებული გავაგრძელებ ჩემს ბრძოლას რეჟიმის დასასრულებლად!
რაც არ უნდა დაგვხვდნენ, რაც არ უნდა გვცემონ, როგორც არ უნდა გაგვისწორდნენ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, გაგრძელდება და აუცილებლად დასრულდება ივანიშვილის და მისი რეჟიმის დამარცხებით!

რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას და ვოლსკის განცხადებას რომელმაც ჩემი მარგი ქმედების კოეფიციენტი დაიწუნა..

ხელისუფლება რომელიც ასე ძალადობრივად და სამარცხვინოდ იქცევა დარწმუნებული ვარ არ გამოიძიებს ამ საქმეს. ეს საქმე ისევე როგორც სხვები, შემოიდება თაროზე, მაგრამ უახლოეს ხანში სხვა დანარჩენებთან ერთად ეს საქმეც ჩამოიღება და ყველა პირი დამკვეთების ჩათვლით აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში. ხოლო რაც შეეხება ბარიგების მფარველ ვოლსკის, აუცილებლად დავთვლი მისი მარგი ქმედების კოეფიციენტს.

მეგობრებო, კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის.
ბრძოლა გრძელდება!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved