პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“რატომ იქცევს ქართული მედიისაგან შახტაში ან მაღაროში მძიმედ დაშავებული ადამიანის სიცოცხლე უფრო ნაკლებ ყურადღებას, ვიდრე მეასეხსრისხოვანი პოლიტიკოსისათვის ხელის კვრა და დედის შეგინება ???
რატომ არის ქართული დემოკრატიისათვის ბორჯომში გაფიცული მშრომელების ბედზე უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკოსისათვის ამორტყმული პანღური ???
P.S. ცხადია, ვგმობ და ველურობად მივიჩნევ ქუჩაში ადამიანების ცემა-ტყეპას, მეტადრე იმ ადამიანებისა, რომელთაც ყველაფერზე მეტად უხარიათ ყურადღების ცენტრში აღმოჩენა და ხელმძღვანელობენ პრინციპით: “ნეკროლოგის გარდა ჩვენ შესახებ მომზადებული ნებისმიერი ახალი ამბავი რეკლამაა”.
კომენტარები