• რეკლამა
  • კონტაქტი
03:07, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ვითარდება ვირუსი ჩვენთან განსხვავებულად და როგორ ვაკონტროლოთ ძილი და რეჟიმი ეპიდემიისას?

ალია ავტორი - ალია
20:16 05-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

„ალია“ ესაუბრება მედიცინის დოქტორს, ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას:

-თვითიზოლაციის პერიოდში, უმეტესობას დაგვერღვა რეჟიმი, დილით ადრე აღარ ვდგებით, გვიანობამდე გვღვიძავს – რას გვირჩევთ ადამიანებს, რომლებიც ვიძინებთ გვიან ღამით და გვშივდება საღამოს 11 საათზე, მაგალითად. ზოგადად, როგორ კვებით რეჟიმს გვირჩევთ?

-ცუდია, რეჟიმი არ უნდა დაგვერღვეს რადიკალურად, მცირედით რომ დარღვეულია, ეს ფაქტია და ვერ გავექცევით, მაგრამ არ უნდა მოხდეს მკვეთრი ცვლილებები, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ჯანსაღი ცხოვრების წესი მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს – ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სწორი ძილი. ეს სამი კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლისთვის.
მე მოვუწოდებ საზოგადოებას, რაღაცნაირად, გარკვეული რუტინა ჩამოაყალიბონ დღის განმავლობაში, ეს პროცესები არ უნდა დაირღვეს. თუმცა, თუ მაინც ირღვევა ეს პროცესები, უნდა შევეცადოთ, რომ დღის მეორე ნახევარში დავკავდეთ ფიზიკური აქტივობებით, იმისათვის, რომ მოხდეს ნერვული სისტემის რელაქსი და ძილის პერიოდი დადგეს უფრო ადრიანად.
თუ გადაგვეწია ძილი და ვიძინებთ ღამის პირველ-ორ საათზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რვიდან ორ საათამდე მშიერი უნდა ვიყოთ, შეგვიძლია დაწოლამდე 2-3 საათით ადრე მივიღოთ გარკვეული პროდუქტი, მაგალითად რძის პროდუქტი, ან ბოსტნეული.

-რას ნიშნავს სწორი ძილი და რამდენი საათი უნდა გვეძინოს?

-უნდა გვეძინოს 6-დან 8 საათამდე, ესეც ინდივიდუალურია, მაგრამ – ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ფიქრობენ, რომ დღე-ღამის განმავლობაში უნდა ეძინოთ 8 საათი, მიიჩნევენ, რომ ღამეს თუ გაათენებენ და დღისით დაიძინებენ, ესეც სწორი მაჩვენებლია, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის, აუცილებლად ეს 6-8 საათი ძილი უნდა მოხდეს ღამის განმავლობაში, მაშინ, როდესაც გარკვეული ჰორმონალური ცვლილება მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ გვძინავს.


– არსებობს მითი და ეს კითხვა ერთ ჩემს უფროს მეგობარს ეძღვნება, რომ დაბალ და გამხდარ ადამიანს ნაკლები ძილი ჰყოფნის და მაღალსა და მძიმე წონიანს, მეტხანს ძილი სჭირდება – შეგვიძლია ამ მითის დამსხვრევა?

-ეს, რა თქმა უნდა, მართალი არ არის, უბრალოდ, იქედან გამომდინარე, რომ ჭარბი წონის ადამიანებს უფრო მეტი ენერგია სჭირდებათ ორგანიზმის მოძრაობისათვის და შესაბამისად, უფრო მეტად სჭირდებათ დასვენება, რომ არ მოხდეს გადატვირთვა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ამ კუთხით თუ გავივლით ამ საკითხს, რა თქმა უნდა, შეიძლება რეალობასთან დავაკავშიროთ, მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ არის.

-სოციალურ ქსელში წერდით – რომ ჯერ კიდევ ნოემბერში კორეაში მოგზაურობისას, შეამჩნიეთ რომ ის ქვეყანა იცავდა სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს და საუბარია იმ წესებზე, რომელიც ვირუსის ფართოდ გავრცელების შემდგომ შემოიღეს ქვეყნებმა – რამაც გაგიჩინათ ეჭვი, რომ კორეამ ახალ კორონავირუსზე, ჯერ კიდევ ნოემბერში იცოდა. საქართველოშიც ბევრი ამბობს, რომ ნოემბერ-დეკემბერში გადაიტანა ეს ვირუსი.

-ვერ გეტყვით, გრიპის ვირუსი ოქტომბერში აქტიურდება მსოფლიოში და შესაძლებელია, ეს ყოფილიყო გრიპიც. მაგრამ მე გავიხსენებ ერთ-ერთი ჩინელი ბლოგერის პოსტს, დეკემბრის შუა რიცხვებში ამბობდა, რომ გარკვეული ვირუსი არსებობდა ქვეყანაში და ამ ვირუსით ხალხი იღუპებოდა და რამდენიმე კვირაში, როდესაც ჩინეთმა გამოაცხადა უკვე ეპიდემია, ეს ბლოგერი საერთოდ გაქრა ინტერნეტ სივრციდან.
ძალიან ხშირად მიწევდა მოგზაურობდა და ყველაზე დაცულ ქვეყნებშიც კი შევსულვარ, მაგრამ მსგავსი სიფრთხილე, რომელიც ვნახე კორეაში ნოემბერში, არ მინახავს არსად. უბრალოდ, არ მივაქციე დიდი ყურადღება, რადგან ჭორის დონეზეც არ არსებობდა მაშინ ინფორმაცია ვირუსზე. შემდეგში გავაანალიზე. შეგვავსებინეს განაცხადები თვითმფრინავში, გვკითხეს ბოლო პერიოდში ხომ არ გვქონდა გრიპის სიმპტომატიკა, ყველა მგზავრი გაატარეს თერმოსკრინინგში და თუ ვინმეს ჰქონდა მცირე მატებაც კი ტემპერატურის, აბრუნებდნენ უკან და არ უშვებდნენ ქალაქში. შემდგომში ქალაქშიც ბევრი ადამიანი შემხვდა ნიღბით, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ დახურული იყო ბაზრობები ან სხვა თავშეყრის ადგილები.

-ვირუსი განსხვავებულად ვითარდება სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოში, ფაქტია, რომ არც ისე სწრაფი და ფართო გავრცელება აქვს – საუბრობენ იმაზე, რომ შეიძლება ეს იყოს გენეტიკასთან კავშირში – რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

-არ ვფიქრობ, რომ ეს იყოს გენეტიკასთან კავშირში, მე მგონია, რომ ეს უფრო დაკავშირებულია მოსახლეობის რაოდენობასთან, პოპულაციასთან – მაგალითად, ძირითადად აღნიშნული ვირუსი ყველაზე ფართოდ გავრცელდა დიდ ქალაქებში და მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებში, მაგალითად – ძალიან ფართოდ მოიცვა ნიუ-იორკის შტატში, რომელიც ყველაზე დასახლებული პუნქტია ამერიკაში.
რეგიონალურად რომ დავყოთ  – საქართველოშიც კი, აი, ამ პატარა ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი სული მოსახლე მოდის ერთ კვადრატულ მეტრზე კონკრეტულ რეგიონში – რეგიონალური განსხვავებები გვაქვს ვირუსის გავრცელების კუთხით. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ უფრო სიმჭიდროვესთან და პოპულაციასთან არის დაკავშირებული გავრცელება, ვიდრე გენეტიკურ ფაქტორზე.

თამო კეშელავა

“ალია”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved