• რეკლამა
  • კონტაქტი
05:19, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ ვარ ვოლტის, ბოლტის და გლოვოს კურიერებში შეყვარებული…” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:33 12-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,004

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

რატომ ვარ ვოლტის, ბოლტის და გლოვოს კურიერებში შეყვარებული:
არაერთხელ მითქვამს, რომ იმისათვის, რომ სამშვიდობოს გავიდეთ და თავისუფლად, უსაფრთხოდ და შეძლებულად ვიცხოვროთ მხოლოდ პოლიტიკური ტრანსფორმაცია არ კმარა, პოსტ-ტოტალიტარული საზოგადოების სოციალური ტრანსფორმაციაც უნდა მოხდეს.
სოციალური ტრანსფორმაციის ერთერთი ნიშანია შრომის ეთიკის გამომუშავება.
შრომის ეთიკამ რომ მნიშვნელობა შეიძინოს, ამისთვის ჯერ შრომა აღარ უნდა იყოს სირცხვილი.
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის რეაქციულობა სწორედ მაშინ გამოჩნდა ყველაზე კაშკაშად ჩემთვის, როდესაც შრომა სირცხვილად დასახა – “ქართველები მოსამსახურეებად არ უნდა ვმუშაობდეთ” – მანანა კობახიძის ფრთიანი ფრაზა ძალიან თვალსაჩინოდ აღწერს რეჟიმის რეაქციულ ბუნებას – მათთვის ვისაც თვალი აქვს და ხედავს, ან ყური აქვს და ესმის!
მე მახსოვს, როდესაც სკუტერებიანი კურიერების ტრადიცია ფეხს იკიდებდა, კურიერები სახეს იმალავდნენ (კოვიდი კარგი საბაბი იყო), რცხვენოდათ მომსახურების სფეროში მუშაობა.
დღეს ლაღად დადიან, ლაღად აბირჟავებენ, პატიოსანი შრომის არ რცხვენიათ.
შრომა კარგია! შრომა ღირსეულია! შრომა ამშვიდებს! შრომა ავითარებს!
და ეს ყველაფერი სულ რაღაც 2-3 წელიწადში მოხდა.
ამ ხალხს სოციალური ტრანსფორმაციის და შრომის ეთიკის დამკვიდრების სიმბოლოებად ვხედავ და როგორც არ უნდა მომიშალონ ნერვები შეკვეთის მოტანისას, მაინც ყველა მიყვარს.
ეს ნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციის მექანიზმი მუშაობას აგრძელებს და რეაქციული რეჟიმის მიუხედავად, თავის შედეგს იმკის.
(ჩემი ოპტიმიზმი იმითაა განპირობებული, რომ “მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს (დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისებურს)”
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved