• რეკლამა
  • კონტაქტი
10:22, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ უნდა შეიცვალოს საბურავები სეზონის შესაბამისად – „თეგეტა მოტორსის“ რჩევები

ალია ავტორი - ალია
18:17 10-10-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
237

ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც იცვლება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია. ის უშუალოდ ეხება გზის სავალ ზედაპირს და ჩვენი უსაფრთხოება დიდწილად სწორედ მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული. ამასთანავე, სწორად შერჩეული საბურავის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა იზრდება, რაც ავტომობილის ყოლას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

როდის უნდა შევცვალოთ საბურავები? – „თეგეტა მოტორსში“ განმარტავენ, რომ, როცა ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ზაფხულის საბურავები აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ნიკა მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი:

 „საბურავების სეზონურად ცვლილების აუცილებლობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი უსაფრთხოებაა. მაგალითად, ზაფხულის საბურავს დაბალ ტემპერატურაზე სიხისტე ემატება და მოჭიდების უნარი ეკარგება. რაც შეეხება ზამთრის საბურავს, ის ცხელი გზის საფარზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ადვილად ცვდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტიანი ხდება.

კიდევ ერთი ფაქტორია საბურავის ექსპლუატაციის ვადის ხანგრძლივობა. სეზონური საბურავების ცვეთა ნაკლებია, შესაბამისად, ექსპლუატაციის ვადა და გამძლეობა – გაცილებით მაღალი. ეს კი ავტომობილის ყოლას უფრო ეკონომიურს ხდის“.

საბურავების სეზონურობის დადგენა და კლასიფიცირება საბურავების მწარმოებლის რეკომენდაციითაა შესაძლებელი.

ნიკა მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: 

„ზოგიერთ საბურავს გვერდითა კედელზე მითითებული აქვს M+S აბრევიატურა. სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, რომ ეს განსაზღვრავს საბურავების სეზონურობას და შესაძლებელია მისი ყველა სეზონსა და ყველანაირ გზის საფარზე გამოყენება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. M+S აბრევიატურა არ განსაზღვრავს საბურავის სეზონურობას, მიუხედავად იმისა, რომ იშიფრება, როგორც ტალახი+თოვლი. ეს აბრევიატურა შეიძლება, ეწეროს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრისა და ყველა სეზონის ტიპის საბურავს.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ფიფქის სიმბოლოსთან ერთად, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია პროტექტორის სიმაღლე, რომელიც მსუბუქი ავტომობილისთვის უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ. ასევე საბურავზე უნდა იკითხებოდეს დამზადების თარიღი, ხოლო დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელზე მეტი“.

ჩვენს რეგიონში საკმაოდ პოპულარულია ე. წ. ყველა სეზონის საბურავი. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის შეძენა უფრო ბიუჯეტურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამით გამოიხატება მისი ეკონომიურობა.

—

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved