• რეკლამა
  • კონტაქტი
15:24, ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რატომ უნდა ნათია ჯანაშიას ერთხელ უკვე გასხვისებული ბიზნესის წილის წართმევა ინვესტორისთვის, უკვე მიღებული 30-მილიონიანი სარგებლის მიუხედავად“ – გიორგი ცუცქირიძე

ალია ავტორი - ალია
15:00 11-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის თაობაზე არაერთი კომენტარი
გამიკეთებია, თუმცა მიმაჩნია, რომ დაგროვებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად მხოლოდ
სასამართლო დავის ფორმალურ საფუძვლებზე შეჩერება საკმარისი არ არის. აუცილებელია იმ
მოვლენების თანმიმდევრობის გაანალიზება, რომლებმაც, შესაძლოა, ყოფილი მფლობელებისა და
ახალი ინვესტორის ინტერესები ერთმანეთთან შეუთავსებელი გახადა“, – ამბობს „ალიასთან“ საუბარში
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორთა შორის
არსებულ ბიზნესდავას მისი საჯარო სივრცეში დაფიქსირების პერიოდიდანვე აკვირდება და
საზოგადოებას, ანალიტიკოსის პრიზმიდან, საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს.
მისი თქმით, განვითარებული მოვლენები კი სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს, თუ რატომ გადაიზარდა
მრავალმილიონიანი ბიზნესგარიგება ინვესტორთან ხანგრძლივ სამართლებრივ დაპირისპირებაში და
რა შეიძლება იდგეს „აკადემიის“დღვანდელი მინორიტარი პარტნიორის (30%) ნათია ჯანაშიასა და მისი
მეუღლის, დავით ცეცხლაძის მიერ წილების დაბრუნების მოთხოვნის უკან?
როგორ გაასხვისა 70%-იანი წილი ნათია ჯანაშიამ და რის გამო დაიწყო დავა
„დავიწყოთ 29,3 მილიონი ლარის გარიგებით, რომელმაც ყველაფერი შეცვალა, ყოველ შემთხვევაში,
აღნიშნული ბიზნესსუბიექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში.
2019 წელს ნათია ჯანაშიამ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ საკონტროლო პაკეტი – წილის 70% –
„საქართველოს განათლების ჯგუფს“ 29,3 მილიონ ლარად მიჰყიდა. გარიგების შედეგად, როგორც
გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, თანხა ორ თანაბარ ნაწილად ჩაირიცხა ნათია ჯანაშიასა და
მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის საბანკო ანგარიშებზე.
ერთი შეხედვით, ეს იყო წარმატებული ბიზნესგარიგება: დამფუძნებლებმა მოახდინეს კომპანიის
უდიდესი წილის რეალიზაცია, მიიღეს მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი, ხოლო საკუთარ
მფლობელობაში 30%-იანი წილი შეინარჩუნეს.
თუმცა გარიგებას ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ჰქონდა: საკუთრების უმრავლესობის
დათმობის მიუხედავად, ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძეს აკადემიის მართვა პრაქტიკულად
ერთპიროვნულად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კვლავ უნდა გაეგრძელებინათ.
ამგვარად, მათ ერთდროულად შეინარჩუნეს ორი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესი: კომპანიის
30%-იანი წილი და მენეჯმენტიდან მიღებული ანაზღაურება.
არსებული ინფორმაციით კი, წყვილის ერთობლივი წლიური ანაზღაურება 1 მილიონ ლარს შეადგენდა.
ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში ეს თანხა ჯამურად 5 მილიონ ლარს აღწევს. შესაბამისად, 2019
წლის გარიგების შემდეგ ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძეს არა მხოლოდ გაყიდული საკონტროლო
პაკეტიდან მიღებული მნიშვნელოვანი კაპიტალი ჰქონდათ, არამედ შენარჩუნებული ჰქონდათ
აკადემიის ოპერაციულ მართვასთან დაკავშირებული ფინანსური ინტერესიც“, – აღნიშნავს
ანალიტიკოსი.
მისი განმარტებით, ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის მხრიდან ამ დავის დაწყების ერთ-ერთი
გადამწყვეტ მომენტად მენეჯმენტის კონტროლის დაკარგვა უნდა იქნას მიჩნეული.

„ფაქტია, სიტუაცია 2024 წელს შეიცვალა, როდესაც ხუთწლიანი მენეჯმენტ-კონტრაქტის ვადის
ამოწურვის შემდეგ ინვესტორმა ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძეს ხელშეკრულება აღარ
გაუგრძელა.
ეს გარემოება ბიზნესდაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ გარდამტეხ მომენტად შეიძლება შეფასდეს.
საქმე მხოლოდ თანამდებობების დაკარგვას არ ეხებოდა. მენეჯმენტის კონტროლის დასრულება
ნიშნავდა იმასაც, რომ ყოფილი ერთპიროვნული დამფუძნებლები სრულად კარგავდნენ კომპანიის
ყოველდღიურ საქმიანობაზე პირდაპირ გავლენას, გადაწყვეტილებების მიღებაში წამყვან როლსა და იმ
ფინანსურ სარგებელს, რომელსაც მენეჯმენტის ხელშეკრულება უზრუნველყოფდა. ამასთან, მათ
კვლავ რჩებოდათ 30%-იანი წილი, თუმცა უმცირესობის აქციონერის სტატუსი უკვე სრულიად
განსხვავებულ მდგომარეობას ქმნიდა, ვიდრე კომპანიის ფაქტობრივი მართვის პირობებში არსებული
გავლენა“, – ამბობს ცუცქირიძე და იქვე დასძენს, რომ მისი აზრით, სწორედ აქ იკვეთება ერთი
მნიშვნელოვანი კითხვა: ხომ არ გახდა მენეჯმენტის კონტროლის დაკარგვა იმ პროცესის მთავარი
მიზეზი, რომელმაც წილის გასხვისების შემდეგ წარმოშობილი პარტნიორობა ღია დაპირისპირებად
აქცია. ამ ერთგვარი რიტორიკული ხასიათის კითხვის პასუხად, ანალიტიკოსი თავადვე აღნიშნავს,
რომ ეს ვერსია თავისთავად არ ადასტურებს დავის კონკრეტულ მოტივს, თუმცა მოვლენების
ქრონოლოგია ასეთი ეკონომიკური ინტერესის არსებობაზე მიუთითებს.
რატომ ცდილობს ნათია ჯანაშია უკვე გაყიდული 70%-იანი წილის წართმევას
„საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შემდეგ დარჩენილი 30%-იანი წილი მხოლოდ ფორმალური
საკუთრება არ არის. ეს არის ბიზნესში მონაწილეობის, დივიდენდების მიღებისა და კომპანიის
სამომავლო ეკონომიკურ შედეგებში წილის ფლობის უფლება. ამიტომ წილის დაბრუნების
მოთხოვნას, და ასეთი მოთხოვნა სასამართლოში სწორედ ამ შინაარსით არის დაყენებული,
განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.
წილის დაბრუნება ყოფილ მფლობელებს საშუალებას მისცემდა, კვლავ გამხდარიყვნენ ბიზნესის
საკონტროლო პაკეტის მფლობელები ან, სულ მცირე, მნიშვნელოვნად გაეზარდათ საკუთარი გავლენა
კომპანიის კორპორაციულ მართვაზე. თუმცა აქ აუცილებელია ერთი გარემოების გამიჯვნა: 70%-იანი
წილის დაბრუნების მოთხოვნა და თავდაპირველი გარიგების სამართლებრივი გაუქმების მოთხოვნა
ერთი და იგივე არ არის. დავის რეალური მიზანი და შესაძლო შედეგები მხოლოდ სარჩელის
მოთხოვნებისა და სასამართლო დოკუმენტების შესწავლით დგინდება.
ეკონომიკური თვალსაზრისით კი აშკარაა, რომ საკონტროლო პაკეტის დაბრუნება ბევრად მეტს
ნიშნავს, ვიდრე აქციონერული სტატუსის შენარჩუნება. ეს ნიშნავს იმ ბიზნესზე გავლენის აღდგენის
შესაძლებლობას, რომლის საკონტროლო პაკეტიც უკვე გაყიდული იყო 29,3 მილიონ ლარად“, –
აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.
ნათია ჯანაშიას დაპირისპირება ინვესტორთან და 4 მილიონი დოლარის სავარაუდო
გაფლანგვა/მიტაცების გამოძიება
ანალიტიკოსის მოსაზრებით, დაპირისპირებას დამატებით სიმძაფრეს სძენს ინვესტორის მიერ
აკადემიაში ჩატარებული საერთაშორისო აუდიტის შედეგები. „გავრცელებული ინფორმაციით, დიდი
ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებული შემოწმების ფარგლებში
გამოვლენილია აკადემიის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ან მითვისების შესაძლო ფაქტები,
რომელთა მოცულობა 4 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. ამ საკითხზე, უკვე არაერთხელ აღინიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რეგისტრირებულია საქმე №092060925001 და
მიმდინარეობს გამოძიება.
მიმაჩნია, რომ სწორედ ეს გარემოება ბიზნესდავას სრულიად სხვა განზომილებას სძენს. თუ აუდიტის
შედეგად გამოვლენილი გარემოებები გამოძიებითა და შემდგომი სამართლებრივი პროცედურებით
დადასტურდება, საკითხი უკვე აღარ იქნება მხოლოდ ყოფილ მფლობელებსა და ახალ ინვესტორს
შორის კორპორაციული ინტერესების დაპირისპირება. დღის წესრიგში დადგება კომპანიის ფინანსური
რესურსების მართვის კანონიერებისა და ყოფილი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხიც.
ამ ეტაპზე, ცხადია, აუდიტის დოკუმენტაცია საბოლოო ბრალის დამტკიცებას არ ნიშნავს და
გამოძიების საბოლოო შედეგს უნდა დაველოდოთ. თუმცა თავად ასეთი მასშტაბის ფინანსური
პრეტენზიის არსებობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის კითხვას, რა საფუძვლებით მოითხოვენ
ყოფილი მმართველები ინვესტორისგან უკვე გასხვისებული წილის დაბრუნებას“, – კითხულობს
ანალიტიკოსი.
რა იყიდა ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ ინვესტორის მიცემული ფულით
მისი თქმით, ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ნათია ჯანაშიასა და დავით
ცეცხლაძის ოჯახის უძრავი ქონების საკითხიც. „ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ჟურნალისტური
მოკვლევების თანახმად, ოჯახის საკუთრებაშია ლისის ტბის მიმდებარედ, მაგნოლიას ქუჩაზე მდებარე
3 820 კვადრატული მეტრის ფართობის გრანდიოზული სასახლე, რომლის სავარაუდო სალიკვიდაციო
ღირებულება, მოკვლევის შესაბამისად, 20 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, გავრცელებული
ინფორმაციით, გამოვლენილია კიდევ ერთი ძვირადღირებული უძრავი ქონება – ვილა „ამბასადორი
კაჭრეთის“ კომპლექსში. ვილა 1 677 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზეა განთავსებული, ხოლო
შენობის ფართობი 297,6 კვადრატული მეტრია.
ჟურნალისტური მოკვლევის ფარგლებში გამოკითხული უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტების
შეფასებით, მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს აჭარბებს. ორივე უძრავი ქონების ოფიციალურ
მფლობელად დავით ცეცხლაძე სახელდება. მაგნოლიას სასახლის მშენებლობა დაიწყო და კაჭრეთის
ვილა ოჯახმა შეიძინა 2020-2021 წლებში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც უკვე დასრულებული იყო
აკადემიის საკონტროლო პაკეტის გასხვისება და ოჯახს მიღებული ჰქონდა მრავალმილიონიანი
გარიგებიდან კუთვნილი თანხა.
ამ ფაქტების ერთობლიობა ქმნის მნიშვნელოვან ეკონომიკურ კონტექსტს: ბიზნესის საკონტროლო
პაკეტის გაყიდვის შემდეგ ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის ოჯახს გაუჩნდა მნიშვნელოვანი
ფინანსური რესურსი, შეინარჩუნა 30%-იანი წილი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვლავ
მართავდა აკადემიას, პარალელურად კი ახორციელებდა ძვირადღირებულ უძრავ ქონებაში
ინვესტირებას.
ქონების არსებობა, მისი ღირებულება ან საკუთრების რეგისტრაცია თავისთავად არ მიუთითებს რაიმე
სამართალდარღვევაზე. ასევე, ოჯახის აქტივების დეკლარირების ვალდებულება დამოკიდებულია
კონკრეტული პირის სამართლებრივ სტატუსსა და შესაბამის კანონმდებლობაზე. თუმცა ასეთი
აქტივების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა საზოგადოებისთვის საინტერესოა მაშინ, როდესაც
საქმე ეხება მსხვილი საგანმანათლებლო ბიზნესის ყოფილ მმართველებსა და მილიონობით დოლარის
ოდენობის ფინანსურ პრეტენზიებს“, – განმარტავს ცუცქირიძე.
რა იკვეთება ნათია ჯანაშიას მოქმედებებით – მიამიტური სიხარბე თუ ცივსისხლიანი გათვლები

ანალიტიკოსი თვლის, რომ მოვლენების ქრონოლოგიისა და საჯაროდ გავრცელებული გარემოებების
შეჯერებით, რამდენიმე შესაძლო ეკონომიკური ინტერესი იკვეთება.
„პირველი – მენეჯმენტის კონტროლის დაკარგვით გამოწვეული გავლენის შემცირება. ხუთი წლის
განმავლობაში აკადემიის მართვაში მონაწილეობა – ფაქტობრივად, ერთპიროვნული მართვა, ყოფილ
მფლობელებს აძლევდა შესაძლებლობას, შეენარჩუნებინათ მნიშვნელოვანი როლი ბიზნესის
საქმიანობაში. 2024 წელს ამ შესაძლებლობის დასრულება მათი ეკონომიკური და კორპორაციული
ინტერესების ცვლილებას ნიშნავდა.
მეორე – დარჩენილი 30%-იანი წილისა და მასთან დაკავშირებული უფლებების საკითხი. საკონტროლო
პაკეტის გასხვისების შემდეგ უმცირესობის აქციონერად დარჩენა, შესაძლოა, აღარ შეესაბამებოდა
ყოფილ მფლობელთა თავდაპირველ მოლოდინებს.
ამ ვითარებაში წილის დაბრუნების მცდელობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბიზნესზე დაკარგული
გავლენის აღდგენის შესაძლო გზა.
მესამე – აუდიტის შედეგებითა და მიმდინარე გამოძიებით წარმოშობილი სამართლებრივი და
ფინანსური რისკები. თუ ინვესტორის პრეტენზიები დადასტურდება, ყოფილი მენეჯმენტისთვის
შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური და სამართლებრივი შედეგები დადგეს. სწორედ ამიტომ
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმის გარკვევას, უკავშირდება თუ არა წილის დაბრუნების
მოთხოვნა ამ პრეტენზიებს, თუ მას დამოუკიდებელი სახელშეკრულებო საფუძველი აქვს.
მეოთხე – თავად ბიზნესის სამომავლო ღირებულება. აკადემიის განვითარება, მისი საბაზრო პოზიცია,
შემოსავლები და სამომავლო პერსპექტივა, შესაძლოა, დარჩენილი წილის ეკონომიკურ მნიშვნელობას
ზრდიდეს. შესაბამისად, საკონტროლო პაკეტის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება ასევე
უკავშირდებოდეს სურვილს, კვლავ მოიპოვონ გავლენა ბიზნესზე, რომლის განვითარებაშიც თავად
მონაწილეობდნენ.
ამ ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი სწორედ დროითი თანმიმდევრობაა.
2019 წელს ხდება 70%-იანი წილის გაყიდვა და 29,3 მილიონი ლარის მიღება. მომდევნო ხუთი წლის
განმავლობაში ყოფილი მფლობელები ინარჩუნებენ მენეჯმენტს და იღებენ სფეროში
იგავმიუწვდომელ ანაზღაურებას. 2024 წელს მენეჯმენტ-კონტრაქტი სრულდება და ინვესტორი
თანამშრომლობას აღარ აგრძელებს. ამის შემდეგ იწყება სამართლებრივი დაპირისპირება,
პარალელურად კი ცნობილი ხდება აუდიტის შედეგად გამოვლენილი მრავალმილიონიანი ფინანსური
პრეტენზიებისა და გამოძიების შესახებ.
ეს ქრონოლოგია კი აჩენს საფუძვლიან კითხვას: ხომ არ აღმოჩნდა მენეჯმენტის კონტროლის დაკარგვა
ის გარდამტეხი ფაქტორი, რომელმაც ყოფილ მფლობელებს უკვე გაყიდული ბიზნესის მიმართ
დამოკიდებულება შეუცვალა“, – კვლავ ერთგვარი რიტორიკული ელფერის კითხვის დასმით
განაგრძობს ანალიტიკოსი მსჯელობას.
მისი განმარტებით, შესაძლოა, დავის უკან დგას არა ერთი, არამედ რამდენიმე გადაჯაჭვული
ინტერესი – „ესაა გავლენის შენარჩუნება, დარჩენილი წილის ეკონომიკური ღირებულება, ბიზნესის
მართვასთან დაკავშირებული უფლებები და ინვესტორთან წარმოშობილი ფინანსური თუ
სამართლებრივი უთანხმოებები“, – აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად
ახალი ამბები

დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად

14:51 11-25-2026
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა

18:57 11-24-2026
Black Friday – საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში
ახალი ამბები

Black Friday – საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში

17:43 11-24-2026
წინანდლის მამულში გამოფენა “ქართული ხელოვნების რუკა” გაიხსნა
ახალი ამბები

წინანდლის მამულში გამოფენა “ქართული ხელოვნების რუკა” გაიხსნა

14:16 11-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved