• რეკლამა
  • კონტაქტი
17:07, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ უნდა აპატიოს ქრისტემ ეკლესიის გახრწნა, წაბილწვა, საკუთარი თავის კერპად ქცევა, მე ვერ ვიგებ” – ილია ჭიღლაძე

ალია ავტორი - ალია
15:24 03-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
616

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს სიმართლის გარდა”-ო, ძველი ბერძნები ამბობდნენ. გრუზინებმა, კი რომელთაც სირაქლემის პოზა ძალიან უყვართ და ქათმის ტვინის მეხსიერებით გამოირჩევიან, ეს გამონათქვამი შეამოკლეს და თავის გემოზე მოთარგმნეს.
სული მეტკინა ილია მეორის, უფრო სწორედ ირაკლი შიოლაშვილის გარდაცვალების გამო, რადგან ის ხომ ჩემი ძველი დიდი სიყვარული და ნამდვილი კერპი იყო, მას უკავშირდება ჩემი სასულიერო პირობაც და დეკანოზად კურთხევაც, რწმენისა და ეკლესიის მიმართ მონური დამოკიდებულება. რაღაცნაირად მტკივა გული და არანაირ სიხარულს მისი სიკვდილით არ განვიცდი, თუმცა სულელებს ასე ჰგონიათ.
მე უბრალოდ მინდა იცოდეთ მარტივი სიმართლე: საქართველოს და ქართველი ერის დღევანდელი უსაზიზღესი მდგომარეობა მთლიანად მის კისერზეა, როგორც საქართველოს სულიერი მამისა და წინამძღვრისა 1977 წლიდან მოყოლებული. მისი ლოცვა-კურთხევით მოხდა სამოქალაქო ომი და პუტჩი (სამხედრო სისხლიანი გადატრიალება) გამსახურდიას დამხობა და მკვლელობა. აქ სხვა დეტალებს აღარ ჩამოვთვლი, ბევრჯერ დავწერე ფაქტებით, თუმცა დებილები მაინც ვერ იგებენ. უბრალოდ, მას ჰქონდა ჰიპნოზის და ზემოქმედების ძლიერი უნარები, რითაც ადამიანების ემოციებზე და აზრებზე სათავისოდ კარგად მოქმედებდა, ამიტომაც ბევრი ვერ გამოდის მის მიერ მონუსხული და მოხიბლული. ასევე მასში ყვარყვარე თუთაბერის, არქიფო სეთურის და ბიკი ყუფარიას უნარები იყო გაერთიანებული. ამიტომაც ბღავის დღესაც ბიდლო: რა გვეშველება უიმისოდ, ეპოქა დასრულდა, მის გარეშე საქართველო განადგურდებოდა და ა.შ.. მაგრამ ფაქტია, რომ არც ბოლო პატრიარქია და არც მეორედ მოსვლა მოხდა მის დროს, როგორც ქადაგებდნენ ფანატიკოსი ბრადმორწმუნენი და რა აზრების გავრცელებასაც თავადვე უწყობდა ხელს ძალიან ძლიერად.
მე არ ვიტყვი, რომ უფალმა შეუნდოს თავისი ცოდვები. მე ვიტყვი: დაე უფალმა (თუ კი არსებობს) განსაჯოს მიუკერძოებლად და რასაც იმსახურებს, ის მიაგოს. რატომ უნდა აპატიოს ქრისტემ მისი ეკლესიის შეგნებული გახრწნა, წაბილწვა, ფუფუნებისა და სიმდიდრის წყაროდ გაფაქცევა, საკუთარი თავის კერპად ქცევა, მე ვერ ვიგებ. ის იყო პატრიარქი, რომელიც ძალიან ტკბილად და განცხრომით ცხოვრობდა თავის სასახლეებში, უამრავი ოქრო-ვერცხლის და თვალ-მარგალიტის, ანტიკვარიატის და მილიონობით დოლარის და ლარის გარემოცვაში, როდესაც მის სამწყსოში მოხუცები და ბავშვები შიმშილით იხოცებოდნენ, ხოლო მისი სასახლის კარი გაჭირვებულისთვის მუდამ დაკეტილი იყო, ბოლო ბომონდისა (ანუ ბოზმონდის) და სამთავრობო ელიტისთვის პირთამდე ღია!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved