• რეკლამა
  • კონტაქტი
13:24, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ შეარქვეს ქართულ ბატალიონს უკრაინელებმა “შერეკილები” და ვინ არის მათი მეთაური, რომელიც უკვე სამჯერ დაიჭრა და ბრძოლის ველს მაინც არ ტოვებს?

ალია ავტორი - ალია
22:11 11-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,175

უკრაინაში ყველამ იცის შთამბეჭდავი ისტორია ქართული ბატალიონის, რომელსაც თავზე ხელაღებული სიმამაცის გამო “შერეკილები” შეარქვეს. “ეს იყო ყველაზე მაგარი ბრძოლა. ნამდვილი საგიჟეთი მოვაწყვეთ, რა გავაკეთეთ ან რამ გადაგვარჩინა, ბიჭებს ახლაც გვიკვირს. იდეალურად დაგეგმილი შეტევა იყო, ოცეულის შეტევა რუსების რამდენიმეწლიან გამაგრებულ პოზიციებზე”, – ეს ფეისბუკსტატუსი “შერეკილების” მეთაურს, ავთო ქაჯაიას ეკუთვნის.

ავთო ქაჯაია “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ამბობს:

2003 წლიდან საქართველოს თავდაცვაში ვმსახურობდი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მიმაჩნდა, რომ რუსი ჩემი მტერი იყო, რომ რუსებს ქართველების სისხლი ემართა. 2008 წელს იმ განცდით ვიბრძოდი, რომ მტრისგან სამშობლოს ვიცავდი. არც ვიცი, როგორ გადმოგცეთ განცდა, რომელიც მაშინ გამიჩნდა, როდესაც აგვისტოს ომის დაწყებაში ქართველები დაგვადანაშაულეს, თანაც ვინ?! ისევ ქართველებმა, ჩვენმა პრეზიდენტმა, მთავარსარდალმა. ეს ტყვიის სროლის ტოლფასი იყო. 2017 წელს გულნატკენმა საქართველო დავტოვე და სამუშაოდ პოლონეთში წავედი. უკრაინაში ომი რომ დაიწყო, ხელი თაბაშირში მქონდა, ახალი ნაავარიევი ვიყავი. ხუთ დღეში თაბაშირი მოვიხსენი და მარტის დასაწყისში უკრაინაში ჩავედი.

თავიდან 30-კაციანი ჯგუფი ვიყავით. მაშინ მეთაური სხვა იყო. ერთ-ერთი ოპერაციის დროს 13 კაცი დაგვეჭრა, ზოგი სხვაგან გადავიდა და 14 დავრჩით. უკრაინელები ყოველი ოპერაციის შემდეგ გვეუბნებოდნენ, ნამდვილი შერეკილები ხართო, და საბოლოოდ ასეთი სახელი შეგვრჩა.

იყო მომენტები, როდესაც ფრონტის ხაზზე მტერი ორასი ან სამასი მეტრით დაშორებულ პოზიციებზე იყო გამაგრებული. ასეთი სადაზვერვო ინფორმაცია რომ მოგვივიდოდა, რუკას დავიდებდით წინ და ოპერაციას ვგეგმავდით. საბოლოოდ მტერს სანგარში ვესხმოდით თავს. ისეთი სიტუაციიდან გამოვდიოდით უვნებელი, რომ თავადვე გვიკვირდა. ალბათ რაღაც ძალა გვმფარველობდა.

სადაც უნდა დაეწყო რუსეთს ომი, ყველგან წავიდოდი და ვიბრძოლებდი. რუსეთი ჩემი მტერია, ჩემი ძმების სისხლი მართებს. ჩემი სამშობლოს ამწიოკებელი, ჩემი ძმების მკვლელი რუსეთი სხვა ქვეყანაში შეიჭრა და ახლა იქ დაიწყო ხალხის ხოცვა. მირჩევნია, ახლა უკრაინაში ვეომო რუსეთს, ვიდრე ჩემს მიწაზე. არ მინდა ეს პირსისხლიანი რუსი ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს შეეხოს. თქვენც ხომ იცით, რამდენი ქალი და ბავშვი აწამეს, დახოცეს. რა გარანტია გვაქვს, რომ ერთ დღეს ისევ არ შემოიჭრებიან ჩვენთან?! მხოლოდ ერთხელ დაღვარა უდანაშაულო ხალხის სისხლი თუ ორჯერ?! ძალიან მარტივად შეუძლია საქართველოშიც დაიწყოს სამხედრო ინტერვენცია, შიდა პრობლემების გადასაფარავად, საკუთარი მოსახლეობის იმპერიალისტური ეგოს დასაკმაყოფილებლად შემოვარდება და გადაგვივლის. მირჩევნია აქ შევაკვდე რუსებს, ვიდრე ქართველ ქალებსა და ბავშვებს იგივე დამართონ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი დარბეული სოფლები, ოჯახები, ენით აღუწერელი საშინელების დატრიალება შეუძლიათ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი ტერორისტული ღონისძიებებით და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით ვინმეს შეაშინებს, ძალიან ცდება. რაც უფრო მეტ ქალსა და ბავშვს ხოცავენ, უკრაინელები უფრო მწარდებიან და უფრო მეტი ჟინით იბრძვიან.

უკრაინელები, მხოლოდ ჩვენზე, “შერეკილებზე” კი არა, ქართველებზე გიჟდებიან. ქუჩაში გვცნობენ, მოდიან, მადლობას გვეუბნებიან, გვეხვევიან, გვლოცავენ. ქართული დროშის დანახვაზე თვალები უბრწყინავთ – მშვიდობიან მოსახლეობასაც და მებრძოლებსაც.

იცით, უკრაინელები როგორი მებრძოლები არიან? 17-18 წლის ბიჭებს იარაღი უჭირავთ ხელში და თავგანწირვით იბრძვიან. ძალიან ბრაზობენ იმ მამაკაცზე, რომლებიც ასეთ დროს ქვეყნიდან გაიქცნენ. მათი ნება რომ იყოს, უკან არც შემოუშვებდნენ. რას ვიზამთ, დეზერტირი და მოღალატე ყველგან არის.

ზელენსკი მათთვის გმირია. ისე, მეც მინდა ასეთი მთავარსარდალი.

ავთო ქაჯაია სამჯერ დაიჭრა:

ერთხელ ბოსფორი დაგვაყარეს, აფეთქების ტალღამ გადამისროლა, მიწაზე შეუხორცებელი მკლავით დავეცი, ლავიწი ამომივარდა და მგრძნობელობა დავკარგე. ღმერთს მადლობა, მარცხენა მხარე მაქვს დაზიანებული და არა მარჯვენა. ბრძოლის ველზე, ეს არც მაწუხებს, პრობლემა ის არის, მეორედ თვალში დამჭრეს, უფრო სწორად, ნამსხვრევი მომხვდა და ახლა მხედველობა მინუს თორმეტი მაქვს, თან კონტუზიაც მივიღე ორჯერ და თავში ჰემატომაც მაქვს.

 

 

 

 

შვილები ძალიან მენატრება, მაგრამ ვერ ჩამოვალ. ახლა, ამის დრო არ არის. აი, რუსებს დავამარცხებთ და საქართველოში გამარჯვებულები დავბრუნდებით!

 

თეგები: ავთო ქაჯაიარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!

12:05 08-19-2026
ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved