• რეკლამა
  • კონტაქტი
10:16, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ მალავდა ამ ვიზიტს? 33 მილიონი კარგია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია 300 მილიონიც მივიღოთ” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
17:28 02-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
942

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტს აშშ-ში დაშშ-ის თავდაცვის მდივანთან მის შეხვედრას ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და ამბობს:

 

„ამერიკის თავდაცვის მინისტრის განცხადებას მივესალმები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, ასევე, ჩვენ მიერ არაერთხელ ნათქვამ სიმართლეს, რომ ამერიკელები მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის, მათ შორის თანამედროვე შეიარაღების მოწოდებით, რომელიც რუსეთს სურვილს გაუქარწყლებს, რაიმე სახის აგრესია განახორხიელოს.

სამწუხაროდ, ამას „ქართული ოცნება“ არ აკეთებს. უფრო მეტიც, მალულად, ფარულად და ჩუმად ჩადიან ამერიკაში. ამ ვიზიტის შესახებ ვინმემ ვიცოდით? საქართველოში არავინ ვიცოდით, რომ დისკუსია არ ყოფილიყო იმაზე, რა საკითხები უნდა დაეყენებინა ქართულ მხარეს ამ შეხვედრაზე. ამერიკის მხრიდან მზაობა სრულფასოვანია, რომ საქართველოს ყველანაირი მხარდაჭერა აღმოუჩინოს. თუმცა, ჩვენ თუ არ ვიქნებით ინიციატორები და ამ საკითხებს არ დავაყენებთ, ეს იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის. რატომ მალავდა ამ ვიზიტს? ნებისმიერი ვიზიტისას, როცა ოფიციალურად მიდის, საზოგადოებას უნდა აცნობოს, რისთვის მიდის და რა კონკრეტული მიზანი აქვს, საქართველოსთვის რა შედეგებს დააყენებს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება არ იყოს, რა მიზნით გაემგზავრა ამერიკაში და საუბარი არ იყოს იმაზე, რა მოთხოვნები უნდა დააყენოს.

მოთხოვნა უნდა დააყენოს თანამედროვე შეიარაღებაზე. 33 მილიონი კარგია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, არა 33 მილიონი, არამედ 300 მილიონიც კი მივიღოთ, რათა ჩვენი თავდაცვა გაიზარდოს. საკითხი თუ არ დააყენე, რომ ის თანამედროვე შეიარაღება, რაც უკრაინაში შედის, შენც გჭირდება, მაშინ ამას არავინ მოგცემს. არცერთ განცხადებაში არ გვინახავს, რომ რაიმე საკითხი დამატებით დააყენა. საქართველოს სწორი პოზიცია რომ აერჩია, დღეს უკვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ის თანამედროვე შეიარაღება გვექნებოდა, რომელიც განამტკიცებდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და რუსეთის მხრიდან საფრთხე მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი. ამას „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად არ აკეთებს, რომელსაც საკუთარი ბედი დაკავშირებული აქვს რუსეთის გამარჯვებასთან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკაში ჩადის იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტს, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას, მოაჩვენოს, თითქოს რაიმეს აკეთებს ამ მიმართულებით. ისინი მხოლოდ ამიტომ ჩადიან არა მხოლოდ ვაშინგტონში, არამედ ბრიუსელსა და სხვა ქვეყნებში. ჩადიან, რათა ფოტოები გადაიღონ და საქართველოს მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ. 33 მილიონი მიხარია, მაგრამ საქართველო 300 მილიონს და მეტს მიიღებდა თავდაცვისუნარიანობის ზრდისთვის. „ქართულ ოცნებას“ უნდა, საზოგადოებას რუსული ტანკი საფრთხობელად მოაჩვენოს. გაცილებით ნაკლებად საშიშია, როცა ძლიერი თავდაცვის სისტემა გაქვს. მითხარით, ქართულმა მხარემ სად დააყენა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოწოდების საკითხი? უფრო მეტიც, გაგახსენებთ, ფრანგულ მხარეს პირდაპირ უარი უთხრეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მოწოდებაზე, რომელიც საქართველოს ძალიან სჭირდება, რათა რუსეთი საქართველოში ვერ შემოვიდეს და ვერანაირი აგრესია ვერ განახორციელოს“

 

აშშ საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას 33 მილიონი დოლარით ზრდის

თეგები: ლოიდ ოსტინიჯუანშერ ბურჭულაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved