• რეკლამა
  • კონტაქტი
06:59, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ გაუჭირდება პუტინს ტერაქტზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილება? – თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
21:23 03-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,911
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:
რატომ გაუჭირდება პუტინს ტერაქტზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილება?
პირველ რიგში, მას აქვს სრული გავლენა რუსულ სპეცსამსახურებზე. მას შეუძლია გასცეს დავალება ტერორისტული აქტის მოწყობის შესახებ, წერილობითი ბრძანების გარეშე. ამ ამოცანის შესასრულებლად უსაფრთხოების სამსახურში შეიძლება შეიქმნას დროებითი ჯგუფი და მიიღოს ყველა მხარდაჭერა სამსახურს შიგნით, ისე რომ არავინ დაინტერესდება ოპერაციის ანტიკონსტიტუციურ არსზე. უწყების შიგნით კონტროლი არ არსებობს, არ არსებობს პოლიტიკური ზედამხედველობის მექანიზმებიც. საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოსაწყობად, რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში საკმარისია პუტინის ნება.
მეორეც, პუტინს თავისი პოლიტიკური გავლენის გასაზრდელად და ძალაუფლების კონსოლიდირებისთვის მინიმუმ ერთხელ გამოყენებული აქვს ამ ტიპის ტერორისტული ქმედება.
აგრეთვე, კრემლის პოლიტიკურმა თავებმა და პროპაგანდისტებმა პირველივე წუთებიდან უკრაინის კვალზე დაიწყეს საუბარი.
რაც ყველაზე უცნაურია და პუტინის კვალზე აჩენს ეჭვს, შეიარაღებული ჯგუფი აღწევს სავაჭრო ცენტრში ორგანიზებულად, მიუხედავად დაცვის თანამედროვე სისტემებისა და სანამ არ იწყებენ სროლას, მანამდე მათი ქმედებები შეუმჩნეველი რჩება. დაცვისთვის და სპეცსამსახურებისთვის ბოლომდე გაურკვეველი რჩება ტერორისტული ჯგუფის რაოდენობა, მოქმედების არეალი და მიზნები. რეაგირების ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ იქვე ომონის ბაზაა, მხოლოდ ერთი საათის შემდეგ იწყებს კონტრტერორისტულ ქმედებას. მიუხედავად ამისა, ტერორისტები, ორგანიზებულად ტოვებენ მოქმედების არეალს. ტერორისტები კარგად არიან მომზადებული, აქვთ უწყვეტი კავშირი ერთმანეთთან და ემოციის გარეშე მიყვებიან შემუშავებულ ოპერაციის გეგმას. ამასთანავე, მათ მინიმუმ 300 კაცთან აქვთ პირდაპირი შეხება და არცერთი მათგანი არ წარმოადგენს მათთვის თუნდაც შემთხვევით ხიფათს, ტერორისტებს შორის არ არის დაჭრილები ან დაზიანებულები. ასევე მნიშვნელოვანია ხანძრის გაჩენის კარგად ორგანიზებული ეპიზოდი. ესეც გ კარგად დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული და ხარვეზების გარეშე შესრულებული ეპიზოდია, რომელიც ჯგუფის ამ ოპერაციისთვის მომზადების ხარისხზე და ჯგუფის წევრების დიდ გამოცდილებაზე მეტყველებს. აქვე დავაზუსტებ, რომ კომპლექსი აღჭურვილი იყო ძვირადღირებული და ეფექტური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. ასევე საეჭვოა ჯგუფის მიერ ოპერაციის შემდეგ კარგად ორგანიზებული ევაკუაცია, ისინი ოპერაციის მსვლელობისას და მის დასკვნით ეტაპზეც იღებდნენ ინფორმაციას რა ხდებოდა კომპლექსში და კომპლექსს გარეთ. ეს მეტყველებს მათ კავშირის კარგ აღჭურვილობაზე ( ან სამოქმედო გარანტირებულ დროის ჩარჩოზე) რომელიც ვერ ( ან არ ) ჩაიხშო კონტრტერორისტული ოპერაციის დაწყებისთანავე.
ოპერაციის ორგანიზებულობის და მონაწილეების შესანიშნავი მომზადების გათვალისწინებით, კომიკურია ერთ მანქანაში მჯდომი ოთხი ტაჯიკი ტერორისტის ისტორია. ჯგუფი რომელმაც ადვილად შეაღწია კარგად დაცულ კომპლექსში და შემდეგ უსაფრთხოდ დატოვა ტერორისტული აქტის ადგილი, უაეჭველად იქნებოდა უზრუნველყოფილი უსაფრთხო მგზავრობის მარშუტით და თავშესაფარით, თანაც არც ერთ ვარიანტში არ იმგზავრებდნენ და არ გაჩერდებოდნენ ერთად.
დრო იცვლება, პუტინი და რუსული სპეცსამსახურები არა. ვნახოთ საზოგადოება როგორ შეიცვალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved