• რეკლამა
  • კონტაქტი
07:41, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ გამოჩნდა ეკატერინე ტიკარაძე?

ალია ავტორი - ალია
19:52 03-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20,902

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში არ აქვს ნანახი დასკვნა, რომელშიც ეწერებოდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.

„ფორმულას“ კითხვებზე პასუხად ტიკარაძე ამბობს, რომ მსგავს შემთხვევაში უნდა არსებობდეს კონკრეტული პროექტი, რომელსაც თანამშრომლებიც გაეცნობიან. რაც შეეხება, საავადმყოფოს ადგილმდებარეობას, ტიკარაძე ამბობს, რომ ეს “საუკეთესო ადგილია”.

„ის საუკეთესო ადგილზეა როგორც სერვისების ხელმისაწვდომობის საჭიროების კუთხით მოსახლეობისთვის, ასევე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მიმართებაში სტუდენტებისთვის. 2013-2015 წლებშიც იყო საუბარი დემონტაჟზე- თუმცა მაშინაც არასაკმარისი საფუძვლების და მტკიცებულებების გამო შეჩერდა ამაზე საუბარი. მჯერა, რომ ახლაც მიღებული იქნება გონივრული გადაწყვეტილება. რესპუბლიკური საავადმყოფოს როლი ქართულ მედიცინაში ძალიან დიდია – ის ქართული სამედიცინო საზოგადოების ე.წ. აკვანია”, – თქვა ტიკარაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებას მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. თანამშრომლები ღია წერილში აღნიშნავენ, რომ მათთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.

შეგახსენებთ, დღეს სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში ეკატერინე ტიკარაძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად საჯარო დაცვა გაიმართა.

თეგები: ეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved