• რეკლამა
  • კონტაქტი
05:23, ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ გაიფიცნენ დასუფთავების თანამშრომლები გუშინ და არა, ერთი წლის წინ? პასუხი მარტივია…” – გია აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
14:01 08-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე:

“?დღეს, „თბილსერვისის“ თანამშრომლების გაფიცვის მეორე დღე იყო. Ბოლო ინფორმაციით, “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

?დედაქალაქის ქუჩებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები ღამით გაიტანეს. თუმცა, უწყება განახევრებული ძალებით მუშაობდა. შესაბამისად, რჩებოდა პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად თბილისს და მის მოსახლეობას აზარალებს.

მოდით გავყვეთ თანმიმდევრულად მოვლენების ჯაჭვს:
?კოლექტიური დავის დროს გაფიცვა ნებისმიერი ადამიანის უფლებაა და ამ უფლებას ვერავინ წაართმევს.
?„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს სრული უფლება ჰქონდათ საკუთარი გულისწყრომა ,სამუშაო პირობებთან დაკავშირებით, გაფიცვით გამოეხატათ. მაგრამ ისმის კითხვა: ❓ფართომასშტაბიან აქციამდე ჰქონდათ თუ არა მათ მცდელობა პრობლემებზე საკუთარ ხელმძღვანელობასთან, მერიის წარმომადგენლებთან ან თავად მერთან ესაუბრათ, რომელსაც თითქმის ყოველ საღამოს ხვდებოდნენ ქალაქის ქუჩებში?
?როგორც მათივე საუბრებიდან ჩანს, არა.

რაც შეეხება მოთხოვნებს:
❗ ხელფასის 50%-იანი მატება;
❗ძველ გრაფიკზე დაბრუნება; (დილის და ღამის ცვლა, რომ 40 გრადუსში არ იმუშაონ)
❗სამუშაო ფორმის შეცვლა; (სეზონის შესაბამისი ფორმა)
❗უფასო დაზღვევა;
❗ტრანსპორტის განახლება; (დაზიანებულია მანქანები და საფრთხეა სიცოცხლისთვისო)
❗კუთვნილი შვებულებით სრულად სარგებლობა.

ნებისმიერი, ვინც ამ მოთხოვნებს გაეცნობა, სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს გაფიცულებს. ნებისმიერი, ვინც არ იცის, რომ უნიფორმები „თბილსერვის ჯგუფს“ უკვე შეძენილი ჰქონდა და დღე-დღეზე ელოდებოდნენ მის დარიგებას. ამ ინფორმაციას თანამშრომლები, რასაკვირველია, ფლობდნენ.

რაც შეეხება ტრანსპორტის განახლებას. დასუფთავების სამსახურში სწორედ კალაძის მერობის პერიოდში დაიწყო. შეძენილია 25 ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანა, ხელმოწერილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შეთანხმება სასესხო ხელშეკრულებაზე, გამოცხადებულია ტენდერი და აგვისტოს ბოლოს უკვე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება, რომელიც განახლებულ ტექნიკას მიაწვდის მუნიციპალიტეტს.

გუშინ, არაერთი განცხადება გაკეთდა ძველ გრაფიკზე დაბრუნების შესახებ და განიმარტა, რომ სრული მზაობაა ადმინისტრაციის მხრიდან, გრაფიკი არ შეიცვალოს.

მთავარ მოთხოვნად რჩება ხელფასი, რომელიც, თურმე, გასული წლის ბოლოს 20%-ით გაიზარდა და როგორც მერმა აღნიშნა, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მიიღეს თანამშრომლებმა დაპირება, რომ ხელფასის ზრდა არ შეჩერდება და ეს საკითხი პრიორიტეტად რჩება.

ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, გვაქვს თუ არა უფლება ვიკითხოთ: ❓რატომ გაიფიცნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გუშინ და არა, ვთქვათ, ერთი წლის წინ?
რატომ ახლა, როცა პრობლემების დიდი ნაწილის მოგვარებისკენ ნაბიჯები გადადგმული იყო? რატომ გავს აქციის მონაწილეების რიტორიკა პოლიტიკური პარტიის ე.წ. მესიჯბოქს?

?პასუხი მარტივია – მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და ამ არჩევნებში მონაწილე კახა კალაძე.
თქვენ გაქვთ სხვა დასკვნა?”

თეგები: გია აბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”
ახალი ამბები

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”

15:20 02-10-2026
სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ახალი ამბები

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

12:54 02-10-2026
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

11:32 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved