ლევან დავითაშვილის თქმით, მისი 5 წლის წინანდელი განცხადება, სადაც ამბობდა, რომ 2-3 წელში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების სისტემა გვექნებოდა, დღეს “სპეკულირების საგანი” გახდა
“რა თქმა უნდა, ესეც გახდა, სამწუხაროდ, სპეკულირების საგანი, აქაც გადაწყვიტეს, რომ ალბათ პოლიტიკური ქულები დაეწერათ, ან სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მოეხდინათ თემის, რაც ასევე სამწუხაროა და მე ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაციის შეუსაბამოა”, – თქვა ეკონომიკის მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
კომენტარები