• რეკლამა
  • კონტაქტი
16:49, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ დაუჭირეს ქოცებმა მხარი უკრაინის ტრიბუნალის შექმნას და რატომ მისცეს ხმა რუსეთის წინააღმდეგ?” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
13:35 12-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,475
ისტორიკოსი, ბექა კობახიძე:
წავაწყდი გაოცებულ კომენტარებს, რომ ვერ გავიგეთ რატომ დაუჭირეს ქოცებმა მხარი უკრაინის ტრიბუნალის შექმნას და იქვე გაეროს გენასამბლეის კენჭისყრაზე რატომ მისცეს ხმა რუსეთის წინააღმდეგო.
ეს ბევრჯერ დამიწერია, მაგრამ უნდა გავიმეორო და აქედან ამოვიდეთ: 1995 წლის შემდგომი საქართველო, იდეალურისგან შორს მდგომი, მაგრამ რეგიონში ყველაზე თავისუფალი ქვეყანა იყო, რადგან ჩვენ დასავლეთს ვიყავით მიკედლებულები და ის რაღაც დონის ქვემოთ დაშვების უფლებას არ გვაძლევდა. ყველა ყოფილი ხელისუფალი დაამყარებდა ამ ქვეყანაში დიქტატურას, მაგრამ დიქტატურას სჭირდება ორიდან ერთი პირობის ქონა (ან ორივესი): თვითმყოფადი შინაგანი რესურსები (სპარსეთის ყურის ქვეყნები, აზერბაიჯანი და ა.შ.) ან მფარველი ავტორიტარული სახელმწიფო. ჩვენ რესურსები არ გვაქვს,.ხოლო ავტორიტარიზმის მფარველად მხოლოდ რუსეთი გამოდგებოდა ამ ქვეყანაში. რუსეთი კოლონიური ძალაა, საქართველოს არსებობაც კი ეწინააღმდეგება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს (უფრო სწორად, იმპერიალისტთა ხედვას ეროვნულ ინტერესებზე), მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ძალთა ბალანსს თუ არ შევთავაზებთ, ის ყველაზე მარიონეტულ რეჟიმსაც კი გადაყლაპავს. არ არსებობს იმპერიალისტურ რუსეთთან modus vivendi-ს პოვნა ძალთა ბალანსის გარეშე. აი როგორც ბუდუ მდივანს ეგონა, რომ რაღაც ავტონომია ექნებოდათ საქართველოში, მაგრამ თავად ქართველი კომუნისტებიც გაანადგურეს, ისეა ეს ამბავი.
ეს 1995 წლის შემდეგ ესმოდა შევარდნაძეს, ესმოდა სააკაშვილს, მაგრამ ვერ გაიგო ივანიშვილმა. მას სჯეროდა, რომ რუსებთან “დალაგება” შესაძლებელია. გააკეთეს კანონმდებლობის, მმართველობისა და საგარეო პოლიტიკის ჰარმონიზაცია რუსეთთან, მაგრამ რუსეთი აქ არ ჩერდება. ისევ, ჯიუტად ითხოვს ოკუპირებული რეგიონების ფორმალურ დაკანონებას. “კარგად ხომ მოიქეცით? ახლა კიდევ უფრო უკეთ უნდა მოიქცეთ” არის რუსების მიდგომა. სანამ ფორმალურ-იურიდიულად არ წაიღებენ ქვეყანას მანამდე არ გაჩერდებიან. ქოცებსაც ბოლომდე მიაწვებიან და გაანადგურებენ. ჯერ სადაა, ჯერ კარგად მოიცალოს.
ცენტრალურ აზიაში ჩინეთი აბალანსებს, აზერბაიჯანში აზერბაიჯანის არმია და თურქეთი, უკრაინაში უკრაინის არმია და დასავლეთი, სომხეთსა და მოლდოვას პირდაპირ ვერ წვდება. ლუკაშენკო სახეს იხევს, რომ როგორმე ამერიკელებთან დაალაგოს, ტყვეები გაათავისუფლა, ფეხის წვერებზე დგება, ოღონდ მარტო არ დარჩეს რუსეთთან. ერთი ჩვენი იდიოტები დარჩნენ რუსეთთან ერთი ერთზე. სულ ძალით, რუსეთის საამებლად გადაიკიდეს დააავლეთი, “მულტივექტორული პოლიტიკის” ფარგლებში ახალი ვერავინ მოიზიდეს, ვინც ბალანსად გამოდგება, ჯარის აღმშენებლობისთვის არ გააკეთეს არაფერი (ფაქტობრივად არ გვაქვს ავიაცია, დრონები და საჰაერო თავდაცვა) და ეს იმ იმედით, რომ რუსები ამაზე ტაშს დაუკრავდნენ. ვერ დალაგდნენ რუსებთან და რუსები კიდევ უფრო მიაწვებიან.
ახლა ცდილობენ რუსებს დაანახონ, რომ შეუძლიათ “ცუდად მოიქცნენ”, დასავლეთს ისევ გაეთამაშონ და იმედი აქვთ რუსებს ეს გააჩერებთ.
არც რუსი არ გაჩერდება, არც არაბი შეიხი გამოადგებათ მისგან თავის დასაცავად მოკავშირედ, არც “სუპსა ვჭამ” ხალხი და არც კორუმპირებული ქოც ელიტა გააკეთებს რეჟიმის დასაცავად რამეს, როცა რუსი ბოლომდე თავზე წამოაჯდება. უკრაინის არმიის წარმატებაზე, პროტესტში ჩაბმულ ხალხზე და დასავლეთზე დიდი გულშემატკივარი არ ყავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს. ესენი ყველა საბოლოოდ გადაიმტერა ქოცმა და, რაც არ უნდა ეცადონ, რუსების წინაშე მაინც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება რეჟიმი.
ვისაც გაინტერესებთ ჩემი მოსაზრება თუ რა არის გამოსავალი, 2024 წლის არჩევნებამდე დაწერილ სტატიას ვდებ. ეს არის გამოსავალი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved