• რეკლამა
  • კონტაქტი
06:01, პარასკევი, 11 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ დატოვა ჭიაბერაშვილმა “ევროპული საქართველო” და როდის უნდა ველოდოთ მეორე “20 ივნისს?”

ალია ავტორი - ალია
16:39 02-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს. გადაწყვეტილების შესახებ ის საკუთარ ბლოგზე წერს:

„31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში არაორდინალური მდგომარეობაა: პირველად საქართველოს ისტორიაში მმართველმა პარტიამ მოახერხა მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა.

არც იმაზე ვიდავებ – გაყალბდა თუ არა არჩევნები, არც იმაზე – მიიღო თუ არა ეს შედეგები საზოგადოებამ. ფაქტია, რომ ვაგრძელებთ ცხოვრებას გაფორმებულ ავტოკრატიაში, რომელსაც რესპუბლიკანიზმის (ხელისუფლების დანაწილება, ხელისუფლების ანგარიშველდებულება, კანონის უზენაესობა) აღარანაირი ნიშანწყალი რჩება.

თუ გვინდა, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს, ამ მძიმე რეალობის გააზრებით უნდა დავიწყოთ. ეს უნდა გაიგოს ყველამ: მოქალაქემ, მეწარმემ, ჟურნალისტმა, სამოქალაქო აქტივისტმა, პოლიტიკოსმა, ექსპერტმა, ჩვენმა საგარეო პარტნიორმა. ყველამ.

ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ჯერ კიდევ არსებობს ილუზია, რომ „ვბორძიკობთ, მაგრამ ვბორძიკობთ სწორი მიმართულებით“. სინამდვილეში, თვალს ვადევნებთ ჩვენი ისედაც სუსტი სახელმწიფოებრივი ჩანასახის თანდათანობით და მეთოდურ კვდომას.

თავს ნუ მოვიტყუებთ: უმძიმესი სოციალური კრიზისის მიუხედავად, მთავრობას ჯერ კიდევ აქვს ფინანსური რესურსი – მომავალი თაობების ხარჯზე – რომ წელს კიდევ დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარის ვალი აიღოს და საკუთარი საარჩევნო ბაზა გამოკვებოს.

ჩვენ დავედით პირველადი მოხმარების ეკონომიკაზე. სხვა ყველაფერი კვდება, განსაკუთრებით წვრილი და საშუალო ბიზნესი. ოღონდ ამით მთავრობის საარჩევნო ბაზას, რომელიც სხვადსახვა ფორმით ბიუჯეტის საწოვარაზეა მიწებებული, ჯერ ეკონომიკურად დიდად არაფერი აკლდება.

დააკლდება, როგორც კი

  • ეკონომიკა გაიხსნება და მოხმარებასთან ერთად გაიზრდება წნეხი ლარზე
  • საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მოითხოვენ რადიკალურ ცვლილებებს, რომ ქვეყანამ გაკოტრებამდე არ მივიდეს

კოვიდამდე დაახლოებით 25%-ის მიერ გადახდილი გადასახადებით არსებობდა ეს ქვეყანა. ახლა ეს რიცხვიც მკვეთრად დაბლა ჩამოდის – ნაწილობრივ ბიზნესების გაკოტრების პირას ყოფნის, ნაწილობრივ კი – ხალხის მასობრივად უცხოეთში წასვლის გამო.

ხდება საქართველოს „მოლდოვიზაცია“ ან „ტაჯიკეთიზაცია“ – როდესაც ქვეყანაში რჩება პენსიონერი, სოციალურად დაუცველი და ბიუროკრატია, ხოლო ყველაზე პროდუქტული ნაწილი გადის გარეთ და მათ მიერ გადმორიცხული ფული არის ერთადერთი საშუალება – კიდევ გავიმეორებ, მთავრობის მიერ აღებულ ვალებთან ერთად – უბრალოდ, ისუნთქოს ამ ქვეყანამ. კი არ განვითარდეს, იარსებოს.

გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეთ პირობებში რამე ეშველება განათლებას – სახელმწიფოს საფუძველთა საფუძველს.

ესაა ჩვენი რეალობა.

ასეთი სიტუაცია 20 ივნისის მსგავსი „აფეთქებების“ საშიშროებას კი შეიცავს, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული პრობლემაც ამაშია: ცვლილებებს „აფეთქებები“ თუ(!) მოიტანს და არა საზოგადოების გააზრებული და კოორდინირებული ქმედება.

თუ რადიკალური ცვლილებები გვინდა, ყველამ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ – ოპოზიციამ, ცალკეულმა პარტიებმა, თითოეულმა პიროვნებამ. ფაქტია, რომ ამ სახით გარღვევა არ ხდება.

ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. ჩემს გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავ, რომელსაც მე ვანდობდი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას.

გამოცდილება, რაც საჯარო სამსახურში 17-წლიანი მუშაობით დამიგროვდა, ეკუთვნის იმ ქვეყანას, რომლის სამსახური ჩემთვის პატივია. სოციალური მედია იძლევა იმის საშუალებას, რომ პერიოდულად ჩემი აზრი დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნო.

წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას“

თეგები: ზურაბ ჭიაბერაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved