• რეკლამა
  • კონტაქტი
07:20, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ დაიღუპა პედაგოგი? – “ნახევარზე მეტს აქვს ანთება და გადაგვყავს სასტუმროში” – ბათუმის ინფექციურის სკანდალური პასუხი

ალია ავტორი - ალია
15:10 10-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პედაგოგი, 55 წლის შორენა ბერიძე, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, ფილტვების ანთება და კორონავირუსი, ბათუმის ინფექციური კლინიკიდან სასტუმროში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა 24 საათში კიდევ უფრო დამძიმდა, მეორე დღეს კი შორენა ბერიძე გარდაიცვალა. ბათუმის ინფექციურის დირექტორი, “ბათუმელებთან” სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ასე აქვს ნახევარზე მეტს ფილტვების ანთება და ასე გადაჰყავთ სასტუმროში!!!

როგორც გარდაცვლილის და, დუდანა ბერიძე „ბათუმელებს“ ეუბნება, შორენას კორონავირუსი 4 ოქტომბერს დაუდასტურდა.

„იმ პერიოდში მეც თვითიზოლაციაში ვიყავი და ჩემს დასთან სატელეფონო კონტაქტი მქონდა. სასწრაფო როცა გამოვიძახეთ, არც იმ ღამეს გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე ჰქონდა და სუნთქვაც უჭირდა.

მეორე დღეს ისევ დამირეკა, ცუდად ვარო და ისევ გამოვიძახეთ სასწრაფო. ამის შემდეგ გადაიყვანეს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც მითხრა, მთელი დღე იყო იქ, გადასხმა გამიკეთეს მეტი არაფერიო და იქედან დღის ბოლოს გადაიყვანეს სასტუმროში. განწირული ხმით მეუბნებოდა, სასტუმროში რა მინდაო. დავამშვიდე, ალბათ ეს არის პროტოკოლი, ნუ გეშინია-მეთქი.

შაქარი ჰქონდა მაღალი. ამის შემდეგ ისევ გამოვიძახეთ სასწრაფო და იქედან წაიყვანეს ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. ამასობაში ბევრი დრო გავიდა და მდგომარეობა დამძიმდა. 7 ოქტომბერს უკვე გარდაიცვალა. დაგვიანდა ჰოსპიტალიზაცია, ინფექციურიდან პირდაპირ კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და არა სასტუმროში“, – გვითხრა შორენა ბერიძის დამ.

ინფექციური საავადმყოფო დირექტორი, ციური აბულაძე ამბობს, რომ შორენა ბერიძე კლინიკაში 5 ოქტომბერს, 12:05 საათზე სასწრაფომ შეიყვანა. ეს კლინიკა ახლა ცხელების ცენტრია.

„გადავუღეთ რენტგენი და ჰქონდა ფილტვების ანთება, მძიმე შემთხვევა არ იყო და როგორც გვაქვს გაიდლაინებში, გადავიყვანეთ კარანტინში“, – ამბობს საავადმყოფოს დირექტორი.

კითხვაზე, აღენიშნებოდა თუ არა პაციენტს სუნთქვის უკმარისობა, ციური აბულაძე ამბობს, რომ – არა. „ფილტვების ანთება აქვს ნახევარზე მეტს, მაგრამ არიან კარანტინში“.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ კლინიკაში შეყვანის დროს ინფიცირებული ქალის მდგომარეობა უკვე მძიმე იყო.

„ჩვენთან შემოყვანილი იყო სუნთქვის უკმარისობით, ორმხრივი პნევმონიით. ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი. შაქარიც ჰქონდა მაღალი და გადავიყვანეთ რეანიმაციაში. ერთი დღე იყო საავადმყოფოში და გარდაიცვალა“, – გვითხრა დირექტორმა.

წყარო: ბათუმელები

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი გვეუბნება, რომ ნახევარზე მეტს აქვს, თურმე ფილტვების ანთება და კი არიან კარანტინი – მადლობა გულახდილობისთვის.

ამას ვამტკიცებთ ჩვენც, რომ სინამდვილეში სასტუმროებში უსიმპტომო პაციენტები კი არა, სიმპტომებიანი პაციენტებიც გადაგყავთ!!!! და ყველაფერში დამნაშავეა ციფრი 836 და ჯანდაცვის სამინისტრო!!! აკი, 3 000 საწოლი გვაქვს კლინიკაშიო? და აქედან მესამედიც არ არის დაკავებულიო? რატომ გადაგყავთ ფილტვის ანთებიანი და დიაბეტიანი პაციენტი სასტუმროში?

თუმცა, ვფიქრობთ, ეს ტარგედია არ დატრიალდა მხოლოდ საწოლების არქონის გამო, ამჟამად, ისევ 836 პაციენტი მკურნალობს სტაციონარში, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს და ამ 836 ადამიანს ყველას ფილტვების ანთებაზე მეტი პრობლემა აქვს? ყველა კრიტიკულია? ყველას თანმხლები დაავადება აქვს და ამ 837-ე ადამიანს ყველაზე მცირე პრობლემები ჰქონდა? – დავღუპულვართ მაშინ და ესაა!

როცა სჭირდებათ, პაციენტის გარდაცვალებას აბრალებენ თანმხლებ დაავადებას, ფილტვების ანთებას და დიაბეტს, ახლა კი, თურმე ფილტვების ანთება და თანმხლები დაავადებები არაფერი ყოფილა და სასტუმროში უნდა გადაეყვანათ!!!

სირცხვილია, მაგრამ ჯერ ერთი, როგორც ვხედავთ, არავის რცხვენია და რომც შერცხვეთ, სირცხვილი გარდაცვლილი ვერ გააცოცხლებს, იმედია, გამოძიება დაიწყება და დამნაშავე დაისჯება!

თეგები: ეკატერინე ტიკარაძეკორონავირუსიჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved