• რეკლამა
  • კონტაქტი
22:36, შაბათი, 25 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ დაანონსდა 15 მაისი და რა გეგმა აქვს ოპოზიციას? – “მოლაპარაკებებს, უდიდესი ალბათობით, ჭანკოტაძე და მერაბიშვილი გამართავენ”

ალია ავტორი - ალია
19:27 03-26-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

ოპოზიციამ მოლაპარაკების დროს დანიელსონს უთხრეს, თუ შეთანხმება ვერ შედგება, ქუჩაში ასი ათასობით ადამიანი გამოვა და უმართავი პროცესები დაიწყებაო, რასაც „ოცნების“ მხრიდან ძალიან ცუდი პასუხი მოჰყვა – გვანახეთ თუნდაც 50 ათასი კაცი. ამიტომაც არის, ოპოზიციამ აქცია 15 მაისისთვის რომ დაანონსა, ანუ სერიოზულად ემზადება და ამ დროის განმავლობაში, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსის მაქსიმალურ მობილიზებას ცდილობს. თუმცა, 15 მაისი მხოლოდ ამიტომ არ არის არჩეული.

„ოპოზიციას იმედი აქვს, რომ 15 მაისს დაწყებულ აქციას 11 დღე გააგრძელებს და 15 მაისსავე დააანონსებს, რომ 26 მაისს ხელისუფლებას აღლუმის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემს და აღლუმს თავად ოპოზიცია ჩაიბარებს. რა თქმა უნდა, ოპოზიციას არ სჯერა იმის, რომ ხელისუფლება ისე მოიქცევა, როგორც მიხეილ სააკაშვილი მოექცა ბურჯანაძის მხარდამჭერებს აღლუმის წინა დღეს და ჯარისკაცები სისხლით მორწყულ რუსთაველზე გაატარა, მაგრამ ამ ნაბიჯით ისინი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ. როგორც ითქვა, შეეცდებიან 26 მაისს, რომელიმე სამხედრო შენაერთის რამდენიმე ჯარისკაცმა მაინც, ხელისუფლებას პროტესტი გამოუცხადოს და როგორც ექიმებმა დასცეს კარავი პარლამენტის წინ, ისე გაკეთდეს სამხედრო კარავი. თან, 26 მაისს ეს ნაბიჯი სიმბოლური იქნება და თუ სამხედროებს რამდენიმე პოლიციელიც აჰყვება, დაუმორჩილებლობა ბევრად მასშტაბურ და სერიოზულ სახეს მიიღებს“, – გვეუბნება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.

სამხედროებთან და პოლიციასთან მოლაპარაკებებს კი უდიდესი ალბათობით, დევი ჭანკოტაძე და ვანო მერაბიშვილი გამართავენ. ყველამ იცის, რომ ორივეს მრავლად ჰყავს მხარდამჭერი და მომხრე როგორც თავდაცვის, ისე შს სამინისტროს უწყებაში და ახლა საინტერესო ის არის, რამდენს დაარწმუნებენ და რამდენს გადააკვეთინებენ წითელ ხაზს.

ხელისუფლებაში კი ზუსტად იციან, რომ 15 მაისამდე ოპოზიცია რეალურად ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებს და ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, სწორედ ამ რიცხვამდე, პარლამენტი კიდევ ერთი ოპოზიციური ძალა, „გირჩი“ შეიყვანონ. მათთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და შესაძლოა ისე გამოვიდეს, რომ რაც დანიელსონთან განიხილეს და რასაც ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არ დათანხმდა, დათანხმდეს „გირჩი“ და საპარლამენტო ოპოზიცია. ასეთ შემთხვევაში, მოსალაპარაკებელიც აღარაფერი იქნება და ხელისუფლება დასავლეთს ეტყვის, ვინც დამელაპარაკა და პარლამენტში შემოვიდა, იმასთან შეთანხმება მიღწეულიაო.

ანი დვალიშვილი, ალია

რა ორი შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ მოლაპარაკებების დროს?
თეგები: დევი ჭანკოტაძევანო მერაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved