• რეკლამა
  • კონტაქტი
03:34, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არის კოვიდის გადატანის შემდეგ PCR ტესტი ისევ დადებითი – ინფექციონისტის განმარტება

ალია ავტორი - ალია
12:05 02-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ვფიქრობ, ასეთ მოკლე პერიოდში ომიკრონით ხელახლა ინფიცირება ძნელად წარმოსადგენია და უკიდურესად იშვიათად შეიძლება მოხდეს, – აღნიშნულის შესახებ ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ერთ თვეზე მეტია, რაც ომიკრონის შტამი ცირკულირებს და უამრავი ადამიანი ინფიცირდება, მათ შორის კოვიდგადატანილები და ვაქცინირებულებიც.

ზოგიერთს ამ თვე-ნახევრის განმავლობაში კოვიდის გადატანის შემდეგ ხელახლა დაეწყო სიმპტომები და აქტიურად ჟღერდება აზრი, რომ ამ ადამიანებს 3-4 კვირაში და ზოგჯერ უფრო ადრეც, ხელახლა დაემართა ომიკრონის შტამით გამოწვეული კოვიდი. ზოგიერთებს განმეორებითი ტესტირებით PCR-იც დადებითი აქვთ და ეს კიდევ უფრო უმყარებთ აზრს იმის შესახებ, რომ ამ მოკლე ხანში ხელახლა ინფიცირდნენ.

მართალია, ჯერ ზუსტად არავინ იცის, რამდენ ხანს ვართ დაცული ხელახალი ინფიცირებისგან ომიკრონის ვარიანტის გადატანის შემდეგ, მაგრამ მე ვფიქრობ, ასეთ მოკლე პერიოდში ომიკრონით ხელახლა ინფიცირება ძნელად წარმოსადგენია და უკიდურესად იშვიათად შეიძლება მოხდეს.

რეალურად, სავარაუდოდ, ადამიანებს სხვა რომელიმე რესპირატორული ინფექცია ემართებათ (და ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ სეზონზე უამრავი სხვა ინფექცია არსებობს, მათ შორის გრიპიც) და ეს ინფექციები სიმპტომებით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ბევრ ვირუსს ახასიათებს ტემპერატურის მომატება, სურდო, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი და სხვა.

რაც შეეხება იმას, რომ ამ ადამიანებს ზოგჯერ PCR ტესტი დადებითი აქვთ, ეს შეიძლება კოვიდის წინა ეპიზოდის ნარჩენები იყოს. როგორც ვიცით, კოვიდის გადატანის შემდეგ PCR ტესტი შეიძლება რამდენიმე კვირა და თვეებიც დადებითი დარჩეს და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ისევ გადამდებია და ისევ კოვიდი აქვს.
შესაბამისად, ჩვენ ზუსტად არ გვეცოდინება, ხელახლა მოხდა ინფიცირება, თუ ანალიზი ძველ ვირუსს “იჭერს”, ხოლო სიმპტომები სხვა ინფექციის გამო გვაქვს“, – აცხადებს მაია ბუწაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved