• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არის კომპანია “ბაზა2023” თქვენი სანდო პარტნიორი ქონების მართვასა და შეფასებაში

ალია ავტორი - ალია
15:56 01-14-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
249

კომპანია „ბაზა2023“ დაკომპლექტებულია გამოცდილი  პროფესიონალებით.  იგი სულ უფრო სწრაფად იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ბაზარზე. მისი ძირითადი სერვისი არის საკონსულტაციო და საშემფასებლო მომსახურება უძრავი და მოძრავი ქონების, ასევე ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების მართვის სფეროში.

კომპანიის მომსახურების მაღალ ხარისხს განაპირობებს ჯგუფის საქმისადმი ზედმიწევნით პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, ვინაიდან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კლიენტი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება.

“ჩვენ ვცდილობთ, ყველა კლიენტს მივუდგეთ ინდივიდუალურად, ასევე ყველა ობიექტი შევაფასოთ ინდივიდუალურად; ვცდილობთ ადამიანებს მივცეთ რეალური და სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება. ჩვენი შეფასებები მაღალი დასაბუთებისა და ბაზრის ღრმა ანალიზის გამო ხშირად გამოიყენება სამართლებრივ და საფინანსო დავებში,“ – განმარტა მარკეტინგის მენეჯერმა ჩვენთან საუბრისას.

ქონების შეფასებაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. განსაკუთრებით ხშირია მოთხოვნა  უძრავი ქონების შეფასებაზე, მას მოჰყვება მოძრავი ქონება და სულ ბოლოს არამატერიალური, ბიზნესის და ბიზნესში შემავალი აქტივების შეფასების მოთხოვნა, მიზნობრიობა კი ძირითადად საფინანსო და სამართლებრივია. ამ ბოლო დროს ქართულ ბაზარზე დამკვიდრდა  ქონების გაყიდვამდე შეფასების კულტურა, რათა მაქსიმალურად მცირე დროსა და უმაღლეს ფასში მოხდეს ობიექტის რეალიზაცია.

“ეკონომიკური ბაზრები ქვეყანაში სულ უფრო სწრაფად ვითარდება. სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება კი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისთვის კი პასუხისმგებლიანი კომპანიის დახმარებაა საჭირო, რომელიც ინდივიდუალურად მიუდგება  კლიენტის  მოთხოვნებს. სწორედ ამას აკეთებენ ზუსტად და ჯეროვნად ბაზარზე 15 წლიანი გამოცდილების დამსახურებით ჩვენი თანამშრომლები“, – კიდევ ერთხელ განგვიმარტეს კომპანიაში.

გარდა იმისა, რომ კომპანიას ჰყავს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებული შემფასებლების ჯგუფი, მას წვდომა აქვს ისტორიულ ტრანზაქციებსა და ბაზებზე, რაც ხელს უწყობს ბევრად უფრო სრულყოფილად შეაფასოს რეალურ დროში მიმდინარე მოვლენები და  ფასთა დინამიკა;  ამასთან კომპანიის ფინანსური თუ სამართლებრივი ანალიტიკოსები ღირებულ საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ თითოეულ დაინტერესებულ პირს.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფმა საკმაოდ მცირე დროში მოიზიდა და მაღალი სტანდარტით მოემსახურა როგორც ქართველ, ისე უცხოელ კლიენტებს. კომპანია გეგმავს სერვისების  დახვეწასა და გამარტივებას, რაც ბევრად უფრო ხელმისაწვდომსა და მარტივს გახდის სერვისის მიღებას ყველა ფენისა  და ტიპის მომხმარებლისთვის. ისინი სამომავლოდ გვპირდებიან ასევე ქართული ეკონომიკური ბაზრის გამოწვევებზე მორგებულ სხვადასხვა ინოვაციურ სერვისებს, რაც ფრიად მნიშვნელოვანია მომსახურების სწორი განვითარებისათვის.

(R)

 

თეგები: ბაზა2023უძრავი და მოძრავი ქონებაქონების შეფასება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved