• რეკლამა
  • კონტაქტი
23:35, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არის დღეს ქვეყანაში სწრაფი ტესტის დეფიციტი?

ალია ავტორი - ალია
13:24 04-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ შეიზღუდა მოსახლეობაში სწრაფი ტესტებს გაკეთება.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაგვიანდა ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების მოწოდება, რის გამოც სწრაფი ტესტი სახელმწიფოს ხარჯზე ამ ეტაპზე მხოლოდ სიმპტომების მქონე ადამიანებს უტარდებათ, თუმცა მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემა 2-3 დღეში მოწესრიგდება.

„პატარა ცვლილება დროებით იქნა შეტანილი – სწრაფი ტესტები მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანს უკეთდება სახელმწიფოს ხარჯზე ამ ეტაპზე, ხოლო უსიმპტომოებს ვთავაზობთ პსრ-ზე ტესტირებას. მოგეხსენებათ, სწრაფი ტესტი 15-20 წუთში იძლევა პასუხს, ხოლო პსრ-ს სჭირდება 24 საათი, დაახლოებით. განსხვავება ეს არის, რომელიც 2-3 დღეში სრულად მოწესრიგდება და დავუბრუნდებით ჩვეულებრივ რიტმს,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, ქვეყანა მიმდინარე კვირას უკვე მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებს.

„განსაკუთრებით ბევრია ხარჯვა ანტიგენზე დამყარებული ტესტების. მილიონ ნახევარია კიდევ ნაყიდი. ხვალ უნდა შემოვიდეს, დაახლოებით, 400 ათასი ტესტი, შემდეგ კიდევ 400 ათასი, ანუ პირველი მილიონი უნდა შემოვიდეს ამ კვირაში, ამიტომ ვფიქრობ, ტესტების დეფიციტი არ შეიქმნება,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

პასუხი კითხვაზე, რატომ გვაქვს დღეს დეფიციტი სწრაფ ტესტზე და რას ნიშნავს დაგვიანდა მოწოდება, პასუხს აგებს, თუ არა მომწოდებელი, თუ მომწოდებლის ბრალია და რატომ არ მოიმარაგა ქვეყანამ სწრაფი ტესტი, მაშინ, როცა მესამე ტალღას აპრილში ელოდა – ისევ არ გვაქვს.

ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაა – “სწრაფი ტესტი სახელმწიფოს ხარჯზე ამ ეტაპზე მხოლოდ სიმპტომების მქონე ადამიანებს უტარდებათ” – ანუ, კერძო კომპანიებს არ აქვთ პრობლემა? მათ დროულად მოიმარაგეს და სახელმწიფომ ვერ მოიმარაგა? იყიდეთ ბატონებო, მაშინ, კერძო კომპანიებისგან, რა გითხრათ!

თეგები: ამირან გამყრელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved