სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს არ შეხვდა და განაცხადა:
“ეს ვიზიტი არის დაუგეგმავი, მე უბრალოდ მთელი დღე მაქვს გაწერილი და ფიზიკურად ვერ შევხვდები. მაგრამ მე ვთხოვე ჩემს თანამშრომლებს და ისინი აუცილებლად შეხვდებიან და მოუსმენენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს.”
“ვივა მედის” მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, ხაჭაპურიძე საჭიროდ მიიჩნევდა, სახალხო დამცველი საქმის კურსში პირადად ჩაეყენებინა.
შეგახსენებთ, რომ “ვივა მედმა” მიხეილ სააკაშვილის სხვაგან გადაყვანა მოითხოვა.
კომენტარები