• რეკლამა
  • კონტაქტი
07:23, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ შეიძლება 4 ოქტომბერს ე.წ “არჩევნებზე” წასვლა – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
16:42 09-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
125
პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც “წულუკიანის კომისიაზე” არ მისვლის გამო დაიჭირეს, წერილს ავეყნებს:
რატომ არ შეიძლება 4 ოქტომბერს ე.წ “არჩევნებზე” წასვლა:
1. ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმები დგას ტყუილზე.
ტყუილი არის ყველა რეჟიმის მთავარი საყრდენი. ტყუილი მარტო პროპაგანდა არ არის. ტყილია პარლამენტი, პრემიერი, პოლიცია. ტყუილია სასამართლო, რაჟდენიც კი. ყველგან და ყველაფერში ტყუილია. რეჟიმი დგას ამაზე.
ადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო მონაწილეობენ ამ ტყუილში, უფროსწორად სხვადასხვა ტყუილებში. ზოგი კეთილდღეობის გამო, ზოგი შიშით, ზოგი იმიტომ, რომ იდიოტია და სჯერა.
ასეთ რეჟიმებთან ბრძოლის მთავარი ხაზი გადის ტყუილში არ მონაწილეობაზე. ეს ინდივიდუალური არჩევანია თითოეული მოქალაქის, თუმცა ჯამში, თუ ამას აკეთებს ბევრი ადამიანი, ეს იქცევა ბრძოლის გზად, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინია რეჟიმს.
4 ოქტომბრის ფიქცია არ არის არჩევნები. ეს ტყუილია. დიდი ტყუილი. ამიტომ, ნებისმიერი კეთილსინდისიერი ადამიანის წესიერი ქცევა იქნება ამ ფარსში მონაწილეობაზე უარის თქმა.
2. 4 ოქტომბერს ქართული სირცხვილის მიერ ორგანიზებულ ცირკში მონაწილეობა ხმის მიცემით, ნიშნავს შექმნილი რეალობის ნორმალიზებას.
თუ ამ ქვეყანაში ტარდება არჩევნები, შესაძლებელია თუნდაც ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების ცვლილება, მაშინ რა გაყვირებს? რა გვინდა ქუჩაში? რატომ ვთხოვთ დასავლეთს სანქციებს? ვის ვატყუებთ?
არ არსებობს ამ ქვეყანაში არჩევნები და ამის ასობით არგუმენტით დადასტურება შეიძლება. ნორმალიზაცია აწყობთ მხოლოდ რუსებს, სხვას არავის და ნორმალიზაციის ნებისმიერი მცდელობის შედეგი იქნება რუსების მხრიდან ჯერ აბუჩად აგდება (რასაც ვხედავთ ლელოს და გახარიას შემთხვევაში), ხოლო შემდეგ ბოლომდე გასრესა. რუსეთი სხვანაირად არ იქცევა რამდენიმე საუკუნეა.
3. ქართული სირცხვილი რა რიცხვებსაც უნდა იმას დაწერს და ცხადია, გაზრდის “არჩევნებზე” მისულების რაოდენობას, რადგან ეს სჭირდებათ ისევ და ისევ ლეგიტიმაციისთვის.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ჩემი არც ერთი მეგობარი არ მისულა ხმის მისაცემად, ჩემი არც ერთი ნათესავი, ჩემი არც ერთი ნაცნობი, მეზობელი და ა.შ. ჩვენ ვიგრძნობთ რეალურად მისული ხალხის რაოდენობას და ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის.
4. იმასაც კი ვერ იტყვი, რომ 4 ოქტომბერს სკამებისთვის იქნება ბრძოლა.
ერთი იმიტომ, რომ არანაირი ბრძოლა არ იქნება, ვხედავთ უკვე რაც იქნება. მეორე იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში რუსები დაწერენ რიცხვებს. ამიტომ, ის პარტიები, ვინც ჩაერთო ამ ცირკში და ახლა თავს აკენწლინებს ქოცებს, სინამდვილეში არიან რუსების მოწყალების იმედად. ყველა ერთად ვნახავთ, რას გაიმეტებენ მათთვის რუსების აქაური ხელის ბიჭები.
შეიძლება დაუფასონ თანამშრომლობა, შეიძლება გაჭყლიტონ ბოლომდე. უფრო ალბათ მეორე. მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ ე.წ საარჩევნო უბანზე მისვლას ნული აზრი აქვს, თუ უბრალოდ სულელი არ ხარ. არაფერი იქ არ წყდება.
5. ეს ცირკი იწყება ყაველაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტით.
ამ კაცს გამარჯობას არ ეუბნება არავინ და დადის, ხსნის ფეხბურთის მოედნებს. ასევე ჭიდაობის ტურნირს დაესწრო შიდა ქართლში. უბრალოდ თავმოყვარეობის ამბავია, რომ ამ რუსების კაცის კაცის მაიმუნობაში არ მიიღო მონაწილეობა და არც ირიბად არ აღიარო მისი ხელმოწერის და ინსტიტუტის ლეგიტიმაცია.
6. და ბოლოს, 4-ში იქ მისვლა და “ხმის მიცემა” იქნება იმ ოპოზიციური პარტიების ქცევის წახალისება, რომლებმაც რეალურ ბრძოლის დღეს ამჯობინეს საკრებულოებში სკამების მოპოვებით საკუთარი პარტიების “გაძლიერება”.
რა მიზეზები და არგუმენტებიც არ უნდა ჰქონდეთ (საჯაროდ რასაც ხსნიან მაგის თვითონაც არ სჯერათ), არასწორია დღეს ეგ საქციელი და არ შეიძლება მაგ საქციელის წახალისება, ჩვენივე ბრძოლისთვის იქნება დამაზიანებელი.
ამიტომ, 4-ში ყველანი რუსთაველზე და არა სახლში, არა ტელევიზორთან, არამედ რუსთაველზე.
ტელევიზორში ყურება მე დამიტოვეთ.
17.09.25

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved