ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე კითხვაზე, რატომ არ გამოეხმაურა პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას, ამბობს, რომ “ესე იგი, ჰქონდა სერიოზული მიზეზები, რომ ეს არ გაეკეთებინა”. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის გადაცემა P.S-ში ისაუბრა.
მისი თქმით, მელიაზე გაბრაზებული არ არის, თუმცა ამ თემაზე საუბარი არ სურს.
“არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. იმიტომ, რომ რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ მოფიქრებულად და გააზრებულად. მით უმეტეს, რომ პირად საუბრებში, ბევრჯერ მქონდა ნათქვამი, საბოლოოდ რა შედეგი გამოვიდოდა აქედან”, – თქვა მან.
კომენტარები