• რეკლამა
  • კონტაქტი
05:07, შაბათი, 10 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ აქვს ასეთი არაადამიანური ფასი წამლებს? – მინისტრის განმარტება

ალია ავტორი - ალია
18:05 04-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, პარლამენტში დასმუ კითხვას პასუხობს:

“რატომ აქვს ასეთი არაადამიანური ფასი წამლებს? – არ მოგეწონათ ჩემი პასუხი, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა პასუხს გაცემთ, მე დღეს ვარ ჯანდაცვის მინისტრი და მხოლოდ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია პრობლემას ვებრძოლო.

ჩვენი უწყება ვალდებულია იმუშაოს წამლის ხარისხთან მიმართებაში, ვმუშაობთ და მოვახერხებთ იმას, რომ ჩვენ მოქალაქეებს არ შეექმნებათ საფრთხე, რომ ისინი ყიდულობენ ზიანის მომტან, გაურკვეველ პრეპარატებს. და ავიღეთ ვალდებულება ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისთვის, ქრონიკული მოავადებებისთვის და იშვიათი დაავადებების მქონე მოსახლეობისთვის მედიკამენტების მიწოდება ყოფილიყო უწყვეტი, სამართლიანი და ხელმისაწვდიმი – ეს ხორციელდება სხვადასხვა ვერტიკალური პროგრამით და 36-ე დადგენილებით.

რაც შეეხება ფასებთან მიმართებაში, ეს არის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე, ქვეყანაში არ რეგულირდება. არ არის ჩვენი კომპეტენცია ეს, მაგრამ ვმუშაობთ კონკურენციის და ეკონოომიკის სააგენტოსთან ერთად, რადგან ვიპოვოთ ის სწორი გზები, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოქალაქეებს მივაწოდოთ ხარისხიანი მედიკამენტი სწორ ფასად.”

მინისტრმა დღეს დაანონსა ქვეყანაში წამლის მაკონტროლებელი ეროვნული ლაბორატორიის გახსნაც. დღეს მინისტრმა ისიც თქვა, რომ არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემთა ბაზა.

დღეს 2021 წლის 28 აპრილია და ჯანდაცვის მინისტრი გვიყვება, რომ ქვეყანაში არ გვაქვს შშმ პირთა მონაცემთა ბაზა, არ გვაქვს წამლის მაკონტროლებელი ლაბორატორია, არ შეგვიძლია მოქალაქეების დაცვა ზიანის მომტანი, გაურკვეველი პრეპარატებისგან, ამაზეც აწი ვიმუშავებთ და არც ფასები რეგულირდება…

სამაგიეროდ, ჯარიმები და სანქციები გაიზარდა, სამაგიეროდ, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირება 9,5 პროცენტამდე გაზარდა, სამაგიეროდ, გუშინ ანა მიქაძემ განაცხადა, რომ “თბილისი ენერჯიდან” დაემუქრნენ, თუ გაზის გადასახადს არ გადაიხდიდა, მთელ კორპუსს გაუთიშავდნენ გაზს და სემეკი ამ საკითხზე ჯერ კიდევ სდუმს – მოკლედ, ჩინოვნიკების, ბიზნესმენების, კომპანიების ჯიბეზე სახელმწიფო კარგად ზრუნავს და აი, ხალხზე ზრუნვას აწი დაიწყებენ, რა არის საჩქარო?

თეგები: ეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved