• რეკლამა
  • კონტაქტი
07:11, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ამბობს უარს ჯანეზაშვილი ომბუდსმენობის კანდიდატების გასაუბრებაზე?

ალია ავტორი - ალია
14:03 11-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
176

სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი, ნაზი ჯანეზაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ომბუდსმენობის კანდიდატების გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, არ აპირებს მოხსნას საკუთარი კანდიდატურა.

ნაზი ჯანეზაშვილი:

გასაუბრებაში მონაწილეობას არ ვაპირებ, თუმცა არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას.
პირველ რიგში მადლობას ვუხდი არასამთავრობო ორგანიზაციებს და პარლამენტის წევრებს მხარდაჭერისა და წარდგენისთვის, სამუშაო ჯგუფს კი ჩემი კანდიდატურის დადებითად შეფასებისთვის. განსაკუთრებული მადლობა მედიას, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა პროცესის გამჭვირვალობისთვის.
ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ახალ სახალხო დამცველად დაინიშნოს დამოუკიდებელი და ზეგავლენებისგან თავისუფალი ადამიანი გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე. შესაბამისად, ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება, მიმეღო სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა, სწორედ, აქედან გამომდინარეობდა. თავიდანვე ვაცხადებდი, რომ ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით მქონდა რეალისტური მოლოდინები, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი ძალა კარგად არის ინფორმირებული ჩემი საქმიანობისა და კრიტიკული მოსაზრებების შესახებ სასამართლოში არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში. თუმცა მივიჩნიე, რომ ეს შემთხვევა შესაძლოა, ყოფილიყო გამონაკლისი და საპარლამენტო უმრავლესობას ყველა ზომა მიეღო 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად.
სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ის რეალურად ისახავს მიზნად მიუკერძოებელი და პრინციპული სახალხო დამცველის შერჩევას.
დეკლარირებულად პროცესის ამოცანაა მიუკერძოებელი კანდიდატის გამოვლენა, თუმცა აშკარა არის, რომ ხელისუფლება ეძებს მისდამი ლოიალურად განწყობილ სახალხო დამცველს. ამაზე მეტყველებს შეკითხვები, რომლებიც ემსახურება კანდიდატებისგან ახსნა-განმარტებების მიღებას, წარსულში ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებების გამო. სამწუხაროდ, ამან კამპანიური ხასიათი მიიღო.
გადავწყვიტე, უარი ვთქვა გასაუბრებაში მონაწილეობაზე, თუმცა არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. პარლამენტის წევრებისთვის კარგად არის ცნობილი ჩემი გამოცდილება და შესაძლებლობები, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ ტიპის გასაუბრებაში მონაწილეობა ან არმონაწილეობა, გადამწყვეტი ფაქტორია სახალხო დამცველის ასარჩევად.
მინდა კიდევ ერთი გარემოება გამოვყო, კერძოდ, სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტი. ცნობილია, რომ ერთ-ერთი კანდიდატი ამავდროულად არის საქართველოს პარლამენტის წევრი და წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას. იაგო ხვიჩია თავის პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად მონაწილეობს კონკურენტი კანდიდატების გასაუბრებაში, რისთვისაც ის იყენებს საპარლამენტო მანდატს. ის ასევე გადაწყვეტილებას მიიღებს კონკურენტი კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით. რასაც ემატება ის ფაქტი, რომ განსხვავებული ფორმატით დაიგეგმა მისი გასაუბრება – გუშინ, 3 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტიდან მივიღეთ შემოთავაზება დავესწროთ იაგო ხვიჩიას გასაუბრებას და მას დავუსვათ შეკითხვები. სხვა კანდიდატების შემთხვევაში ასე არ მომხდარა.
ამავდროულად კითხვებს აჩენს ორმაგი სტანდარტი, ერთი მხრივ, სხვა კანდიდატებისგან მოითხოვენ, რომ ისინი არ იყვნენ პოლიტიზებულები, მაგრამ ამავდროულად სათანადო შეფასება არ ეძლევა იმას, რომ ერთ-ერთი კანდიდატი არის პოლიტიკოსი. რაც ვფიქრობ, რომ პროცესის დისკრედიტაციას და უნდობლობას იწვევს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ეუთოს (ODIHR) მიერ შეფასებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი. იუსტიციის საბჭოს მდივანმა, რომელიც იმავდროულად იყო განმცხადებელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, მოახდინა თვითაცილება კანდიდატთა წარდგენის პროცესის ეტაპიდან. მაგრამ ვინაიდან ის ინარჩუნებდა საბჭოს მდივნის თანამდებობას, კითხვები ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე მაინც ძალაში დარჩა.
თეგები: ნაზი ჯანეზაშვილიომბუდსმენი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved