• რეკლამა
  • კონტაქტი
10:47, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაჭაში ეროვნული პარკი შეიქმნება

ალია ავტორი - ალია
14:09 07-18-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
338

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, რაჭაში ეროვნული პარკი დაარსებდა. მისი თქმით, დაცული ტერიტორიები ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰა-ზე გაშენდება.

“დღეს მთავრობამ მოიწონა საქართველოს კანონის პროექტი რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე დაარსდება ეროვნული პარკი. ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, პირველ რიგში იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი უნიკალური ბუნება და ბიომრავალფეროვნება, ვიზრუნოთ მასზე, ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა რეგიონისთვის, რომ იქ განვითარდეს შესაბამისი ეკოტურისტული სერვისები, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მიიღონ შემოსავალი და განავითარონ ბიზნესი”, – თქვა ოთარ შამუგიამ.

მისივე განცხადებით, დაფინანსება მთავრობას გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან, ასევე, კავკასიის ბუნების დაცვის ფონდიდან აქვს, რისი ნაწილიც რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებას მოხმარდება.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ 104 000 ჰექტარი ტყე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში, 49 წლით ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარ მოწმეს, დავით ხიდაშელს გადასცა. “მწვანე ალტერნატივამ” და გარემოს დამცველებმა მთავრობის აღნიშნული განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

10:17 11-18-2026
სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!

13:22 11-17-2026
სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
ახალი ამბები

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

18:38 11-16-2026
რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?
ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

18:32 11-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved