ირაკლი კობახიძე ეუთოს წინააღმდეგ – “ქართული ოცნების” ლიდერმა საგანგებო ბრიფინგი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მიუძღვნა და მას “აბსურდული” უწოდა.
“არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე მეტს ამბობს, ვიდრე პავლეზე – ეს გამონათქვამი რამდენიმე დღის წინ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ აბსურდულ რეზოლუციას საუკეთესოდ აფასებს”- თქვა კობახიძემ.
მმართველი პარტიის ლიდერმა, კვლავ “არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებზე”.
“ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებითა და ზეწოლისა თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და მისი “დიფსთეითის” მორჩილი აგენტურით ჩანაცვლებაა”- აღნიშნა კოახიძემ.
8 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.











კომენტარები