• რეკლამა
  • კონტაქტი
13:12, სამშაბათი, 13 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,რას ვზეიმობთ და რატომ ვზეიმობთ“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
22:13 12-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
662

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,რას ვზეიმობთ და რატომ ვზეიმობთ

იშვიათია შემთხვევა, როდესაც რაიმე მოვლენა მთელ საქართველოს აერთიანებს.

ესეთი რამ, მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ჩვენი სპორტსმენი ან მთელი გუნდი აღწევს დიდ წარმატებას.

პოლიტიკური სიახლე კი, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა, ამ შემთხვევაში ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღება უნდა ყოფილიყო.

გარეგნულად მართლაც ასე იყო – გუშინ ყველა ზეიმობდა ამ სტატუსის მიღებას, თუმცა, ყველა ცდილობდა, რომ ეს საკუთარი პოლიტიკური გუნდის გამარჯვებად წარმოეჩინა.

ხელისუფლებისთვის ეს იყო მისი სწორი პოლიტიკის შედეგი.

ხალხისთვის – უმრავლესობის ნების გამარჯვება.

ოპოზიციამ, რომელსაც სტატუსის მიღებაზე უარის საფუძველზე „ქართული მაიდანის“ ორგანიზების საფუძველი გამოეცალა, საქმის ასეთი შემობრუნება, ორი მიზეზის გამო მაინც პერსპექტიულად მიიჩნია:

1.ისინი ცდილობენ, რომ ეს საკუთარ გამარჯვებად მიიწერონ, რათა გააგრძელონ ხალხის მოსატყუებლად გამოგონილი მითი, რომ ისინი ებრძვიან „რუსულ ოცნებას“, რომელსაც თურმე არ უნდოდა ამ სტატუსის მიღება.

2.გააძლიერებენ ხელისუფლებაზე ზეწოლას, რომ ახალი 9 რეკომენდაცია არ სრულდება და ამის შესრულება მხოლოდ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.

ოპოზიციის პირველი არგუმენტი კარგა ხანია გაცვთა.ხალხის უმრავლესობა არც ისეთი გაბრიყვებულია, რომ ის დაიჯეროს, თითქოს „რუსეთისკენ მიმავალ“ ოცნებას გზა აერია და ევროპაში ამოგვაყოფინა თავი.

აქედან გამომდინარე, მთავარი აქ მეორე არგუმენტია, ანუ რეკომენდაციების შესრულება.

რეკომენდაციების შესრულება კი იმ ქოთანს ჰგავს, რომელსაც მექოთნე საიდანაც უნდა, იქიდან მოაბამს ყურს.

ალბათ გვახსოვს, 2-3 თვის წინ ევროსტრუქტურებში ყველა ამბობდა, საქართველოს 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია აქვს შესრულებულიო.

უკრაინელებზე ამბობდნენ, 7-დან მხოლოდ 3 შეასრულესო.

მაგრამ დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც, სადღაც მიიღებულ იქნა გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭების შესახებ, უკვე ყველამ დაიწყო ერთ ხმაზე სიმღერა, დეკემბრის დასაწყისში უკვე ყველა ერთხმად ამტკიცებდა, უკრაინამაც, მოლდოვამაც და საქართველომაც უმაღლეს დონეზე შეასრულეს დავალებაო.

რა თქმა უნდა, ეს იგრძნო ჩვენმა ბედკრულმა ოპოზიციამაც, ლოზუნგი- „პრორუსულ პარტიას არავინ მისცემს სტატუსს!“, სასწრაფოდ შეცვალა ლოზუნგით – „სტატუსს მოგვცემენ ოპოზიციას, ქართველ ხალხს და არა ხელისუფლებას!“

სტატუსის მიღების ზეიმს საზოგადოების ის ნაწილიც შევუერთდით, რომლებიც გაგვახარა არა იმდენად სტატუსმა, რამდენადაც, იმ ფაქტმა, რომ ჩვენმა ქვეყანამ არავის და არაფრის წინაშე, ქედი არ მოიხარა. ის არ გაუწვა ფეხქვეშ არც ჯოზეფ ბორელს, არც ნაცების ლობისტ ევროპარლამენტარებს და არც სხვებს.

საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკასა და ევროპას ხმამაღლა უთხრა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა, არ დავთმობთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს არავის შიშითა და ზეწოლით, თუ გინდათ ასეთი საქართველო, მაშინ მოგვანიჭეთ სტატუსი, არ გინდათ და თქვენთვის შეინახეთ ეგ სტატუსიო.

სწორედ ეს იყო ჩვენთვის საზეიმო და ეს ვიზეიმეთ კიდეც. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სტატუსი არაფრის გარანტია არ არის და ის მხოლოდ პოლიტიკური პიარის ტექნოლოგიური ნაწილია.

ახლა დგება მეორე ეტაპი, ზეწოლისა და იძულების მეორე სერია, რისი ლობისტებიც გარედან „ომის პარტია“, ხოლო შიგნიდან ქართული ოპოზიცია და მათი ენჯეოები იქნებიან.

გამოცხადებულია, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს, ეს ხალხი ალბათ თანდათან მოითხოვს ისეთი კანონების მიღებას, რომელიც გულისხმობს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, გეიპარადების უზრუნველყოფას, დიდი ოდენობით ლტოლვილების მიღებას და ა.შ. ვიცით, ეხლავე გამოხტებიან ვაი “უფლებადამცელები“ და ჰომოფობობას და ქსენოფობობას დაგვაბრალებენ, მაგრამ ჩვენ არ მოგვიგონია ის ფაქტი, რომ ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანას ასეთი კანონები მიღებული აქვთ, ხოლო ვისაც არა აქვთ (პოლონეთს და უნგრეთს), მათ ამის გამო სხვადასხვა ფინანსურ სანქციებს უწესებენ და მათთვის ხმის უფლების შეჩერებასაც კი ცდილობენ?

ვნახოთ, 2030 წლისთვის თვითონ ევროკავშირი სად და როგორ იქნება, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, თუ ამ დროს იქ ჩვენს ადგილს მოვნახავთ, მხოლოდ ისე, როგორც ახლა მოხდა – იქ უნდა ვიყოთ არა დაჩოქილი, ასკინკილით მოხტუნავე დაჩმორებულ დამონებული, არამედ ჩვენი რწმენით, ტრადიციებით და ღირსებით წელგამართულები.

პირველი გამოცდა ამ ხელისუფლებამ წარმატებით ჩააბარა და იმედს ვიტოვებთ, რომ მეორე გამოცდის ჩაბარების პერიოდშიც ჩვენი ხელისუფლება ანალოგიურად მოიქცევა.

ამისათვის უფალმა განგვისაზღვრა გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც ევრო-კავშირს ისევე როგორც სხვა ქვეყნებსაც სერიოზულად სჭირდება.

ქართველ ხალხს კი გვჭირდება კლასიკურ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული ლიბერალური და არა ფაშიზმთან მიახლოებული, ლამაზი სიტყვებით შეფუთული, სიძულივილით სავსე ნეოლიბერალური „ღირებულებები“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ ვზეიმობთ არა სტატუსს, (ვინაიდან კანდიდატობა და წევრობა საშუალებაა და არა მიზანი), არამედ იმ საშუალებას, რომელსაც მოგვცემს ეს სტატუსიც და ევროკავშირის წევრობაც ტერიტორიული გამთლიანობის, დემოკრატიის გაძლიერებისა და რეალური დამოუკიდებლობის მიმართულებით.”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved