სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი:
“დღეს, სახალხო დამცველის რანგში, პირველად შევხვდი საქართველოში აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს.
შეხვედრაზე ორივე მხარემ გამოვთქვით სურვილი და მზაობა, გავაგრძელოთ სახალხო დამცველსა და აშშ-ს საელჩოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის ტრადიცია.
ქალბატონმა ელჩმა დიდი პატივისცემა გამოხატა ინსტიტუციისადმი და ადამიანის უფლებათა დაცვის რთულ საქმეში მხარდაჭერა დაგვისასტურა.”
კომენტარები