• რეკლამა
  • კონტაქტი
20:28, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას სთავაზობს ისრაელის ხელისუფლება იქ მცხოვრებ არალეგალებს?

ალია ავტორი - ალია
18:56 04-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
157

„ალიას“ კორონავირუსის გამო ისრაელში არსებული საგანგებო ვითარების შესახებ, ქალაქ რიშონ ლეციონის მცხოვრები, ქართველი ებრაელი, თამუნა ლევი ესაუბრება. .

– თამუნა, ისრაელში ვინ შემოიტანა კორონავირუსი?

– სამხრეთ კორეელმა ტურისტებმა. იქაური მორწმუნები იყვნენ ჩამოსულნი, მოიარეს წმინდა ადგილები და მერე აღმოჩნდა, რომ მათი 90% კორინავირუსით იყო დაავადებული.

– რა ვითარებაა ამჟამად ისრაელში?

– მთელ ქვეყანაში გამოცხადებულია კარანტინი და სახლში ვზივართ. მხოლოდ სახლიდან 100 მეტრის რადიუსშია  ნებადართულია გასვლა. თუ გახვალ, დამცავი ნიღბით, რეზინის ხელთათმანით და  პირადობის მოწმობაც თან უნდა გქონდეს და კონკრეტული მიზნისთვის უნდა გახვიდე – სუპერმარკეტში ან აფთიაქში.  სუპერმარკეტები, აფთიაქები და საავადმყოფოები მუშაობს, სხვა ყველაფერი დაკეტილია. ექიმთან მისვლაც კი არ შეიძლება. ექიმთან კონსულტაცია ონლაინ–რეჟიმშია შესაძლებელი. თუ ექიმის კონსულტაცია საკმარისი არ აღმოჩნდა, მაშინ სასწრაფოდ გამოიძახებ და წაგიყვანს საავადმყოფოში. ხალხს არ ეკრძალება ძაღლების გასეირნება, დღეში 15 წუთით და ამის წყალობით ახერხებენ კიდევ  გარეთ გასვლას. ყველას არ ჰყავს ძაღლი და ერთ ძაღლს, მგონი დღის განმავლობაში, 20 მეზობელი ასეირნებს. თხოულობენ ერთმანეთისგან ძაღლებს. ეს კარანტინი ძაღლებისთვის გამოდგა კარგი, სულ გარეთ არიან, აქამდე სახლებში იყვნენ ჩაკეტილები და დღეში ერთ საათს თუ გაასეირნებდნენ.

– ექსტრემალურ ვითარებაში ცხოვრება და კარანტინი ებრაელი ხალხისთვის უცხო არ არის. ომებისა და  შეიარაღებული კონფლიქტების გამო, ხშირად გიწევთ მსგავს სიტუაციებში ცხოვრება. ეს პანდემია მაინც  სხვაა და სხვა წესები მოქმედებს, მაგრამ შეზღუდვები და აკრძალვები ხშირია თქვენთან.

– კი, აქ კარანტინშიც უცხოვრია და დაბომბვების დროს თავშესაფარშიც  ხალხს. მაგ მხრივ კი ვართ მზად. არანაირი პანიკა არ ყოფილა აქ. არც პირველ დღეებში, როდესაც დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევები, არც მერე, კარანტინი რომ შემოიღეს. იმდენი და ისეთები გვაქვს ნანახი…  ერთი მიზეზი ესეც არის, რომ ისრაელის სახელმწიფო  და ხალხი მომზადებული შეხვდა კორონავირუსის პანდემიას. ჩვენთან საგრძნობლად გაიზარდა დაავადებულთა რიცხვი, 6 092 ადამიანია  ინფიცირებული. ერთი შეხედვით, ეს  ციფრი საგანგაშოა, მაგრამ სწორედ ეს გვამშვიდებს. აქ მოსახლეობის სავალდებულო ტესტირება ხდება. თუ ვირუსის სიმპტომები გაქვს, შეგიძლია მიხვიდე მანქანით სპეციალურ სამადიცინო პუნტში, არ გადმოხვიდე მანქანიდან და გაიკეთო სწრაფი ტესტი. 15 წუთში პასუხს გეუბნებიან. თუ უარყოფითი პასუხია, მშვიდად ბრუნდები სახლში, თუ აღმოგაჩნდა ვირუსი სერიოზული სიმპტომებით, იქიდანვე კლინიკაში გადაგიყვანენ. თუმცა, თუ მსუბუქად ვითარდება დაავადება, სიმპტომები საგანგაშო არ არის, სახლში იმკურნალებ. ამ ტესტებს ასპროცენტიანი შედეგი აქვს და უფასოა. აქედან გამომდინარე, იმის ალბათობა დაბალია, რომ ვინმეს ვირუსი აქვს და არ არის გამოვლენილი. მეტიც,  ხელისუფლებამ  ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ისრაელში თუ ვინმე ტურისტია შემორჩენილი ან არალეგალია, კორონავირუსის რაიმე სიმპტომები აქვთ, მათ შეუძლიათ მივიდნენ და ჩაიტარონ სწრაფი ტესტი. თუ ვირუსი დაგიდგინდათ, შემდეგ უფასოდ გიმკურნალებთო. ამ სწრაფი ტესტირების   შედეგია სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელიც,  26 გარდაცვლილია, 0.4%. ეს მაშინ, როდესაც ევროპის ზოგიერთ ქვეყნაში გარდაცვლილთა რიცხვი 10 პროცენტია.

– არალეგალები რომ მივიდნენ, ტესტი ჩაიტარონ და ვირუსი აღმოაჩნდეთ, მათ ქვეყანაში აღარ გააჩერებენ?

– რა თქმა უნდა, მათი დეპორტაცია მოხდება. სამაგიეროდ, განკურნავენ და ისე გაუშვებენ ქვეყნიდან. აქ არჩევანი არც არის გასაკეთებელი. საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უღირს ვინმეს ისრაელში არალეგალად დარჩენა?

– კარანტინის დარღვევის ფაქტები ხშირია?

– არის ამგვარი ფაქტები, მაგრამ უფრო რელიგიურ სექტორებში.

– სადაც ქრისტიანები ცხოვრობენ?

– არა, ებრაელები, ორთოდოქსი მორწმუნეები, დათიმები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ არაფერი დაგვემართება, ღმერთი გადაგვარჩენს და არა ექიმებიო. ყველაზე მეტი დაინფიცირებულები იქ არიან. დათიმები არღვევენ უფრო ხშირად კარანტინს,  სხვები ნაკლებად.

– თუ კარანტინის წესები დაარღვიე და გარეთ დიდხანს გახვედი, რამდენია ჯარიმა?

– 5000 შეკელი, რომელიც დაახლოებით 1300 დოლარია. თუ ვირუსის  მსუბუქი სიმპტომები გაქვს, სახლში მკურნალობ და გარეთ გამოხვედი, მაშინ 7 წლიანი ციხეა. ციხეში გიმკურნალებენ და 7 წლის შემდეგ გამოგიშვებენ. ცუდია, მაგრამ სხვა გზა არ არის.  ცოტაა ასეთი შემთხვევები, როდესაც ვინმეს სახლში მკურნალობს უნიშნავენ, თუმცა, მაინც არის.

– გარეთ რამდენი კაცის გასვლაა ნებადართული?

– მხოლოდ ერთი კაცის. მანქანით 2 კაცის გასვლაა შესაძლებელი. ერთი სახალისო ამბავი შეემთხვა ჩემს მეგობარ გოგონას.  პოლიციამ დააკავა ჩემი მეგობარი და მისი ქმარი, დაჯარიმება დაუპირეს ორივეს, ერთად რატომ გამოხვედით სახლიდანო. ცოლმა უთხრა, ერთად არ გამოვსულვართ, მე გამოვედი და ქმარი დავინახე, ჩემსკენ მოდიოდა და  რა მექნა, თვალს ხომ არ ავარიდებდი, ხომ არ გავიქცეოდიო? გადაურჩნენ დაჯარიმებას, თუმცა, გააფრთხილეს და დააფიქსირეს ეს შემთხვევა. მეორედ თუ ნახავენ ერთად ქუჩაში, დააჯარიმებენ.

– რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი და სახელმწიფო თუ ეხმარება მათ?

– მილიონზე მეტი ადამიანი დარჩა უმუშევარი. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს 75%–ით შეუმცირდათ ხელფასი. ბიზნესში დასაქმებულების ბედი, ჯერჯერობით, გაურკვეველია. ეს ხალხი სახლში ზის და წესით, დამსაქმებელმა უნდა გადაუხადონ, მაგრამ ვერ უხდიან, რადგან ყველაფერი გაჩერებულია. სახელმწიფო და ბიზნესმენები ცდილობენ, გამოსავალი ერთად იპოვნონ. სავარაუდოდ, სახელმწიფო დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ შეინარჩუნონ ბიზნესები და მათ სამუშაო ადგილები.  მსხვილ ბიზნესს, სავარაუდოდ, საკუთარი ძალებით მოუწევს თავის გატანა. თუმცა, ეს ჯერ მსჯელობის საგანია და საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.  აქაც, როგორც მთელ მსოფლიოში, ეკონომიკური კრიზისია, ოქროს ფონდები გამოიტანეს გასაყიდად.

ახლა მოდის ჩვენი რელიგიური დღესასწაული ფესახი, ქართულად პასექი და პრემიერ–მინისტრი ბანიამინ ნეთანიაჰუ გამოვიდა და განაცხადა, რომ 18 წლამდე ყველა ბავშვს, 500 შეკელს ჩაურიცხავს სახელმწიფო. სხვათა შორის, ყოველ საღამოს ტელევიზიით გამოდის ნეთანიაჰუ და ის ამცნობს ხალხს ყველა მნიშვნელოვან და ახალ ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან  კარგია ხალხისთვის. ნეთანიაჰუ კარანტინში გადავიდა, როდესაც მის ერთ–ერთ მრჩეველს აღმოაჩნდა ვირუსი, მაგრამ პრემიერს არ დაუდგინდა. მიუხედავად ამისა, დღემდე კარანტინშია და ისე მართავს ქვეყანას, ხალხს აძლევს კარანტინში ცხოვრების მაგალითს. აქ ასეთი რამ არ უკვირთ სახელმწიფო მოღვაწეებისგან, პოლიტიკოსებისგან. ისინი ცხოვრობენ ისე, როგორც ხალხი.

– მგონი, პირველად ისრაელში შემოიღეს ონლაინ–გაკვეთილები და ლექციები. ამართლებს?

– კი, მოსწავლეები და სტუდენტები ონლაინ სწავლობენ. შესაძლოა, ისე ეფექტური შედეგი არ ჰქონდეს, როგორც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სიარულს, მაგრამ სწავლის შეწყვეტას ეს ჯობდა. გაკვეთილის შემდეგ თუ რაიმე დარჩათ გაურკვეველი, მერე მოსწავლეები და სტუდენტები უკავშირდებიან მასწავლებლებს, ლექტორებს და დამატებით ეკითხებიან. ისინიც ამომწურავად პასუხობენ. ჩემს უფროს გოგოს სახელმწიფო გამოცდების ჩაბარება უწევდა ზაფხულში და ლაპარაკი იყო, რომ გადადებულიყო. თუმცა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩატარდება და 7 გამოცდის ნაცვლად 5 გამოცდა იქნება. აქ ისეთი სისტემაა, სახელმწიფო გამოცდები ჯარში გაწვევასთან არის დაკავშირებული და გამოცდები თუ გადაიდებოდა, გაწვევის გადადებაც მოუწევდათ. ამიტომაც ასე გადაწყდა.

– საქველმოქმედო ორგანიზაციები თუ აქტიურობენ ისრაელში? თქვენთან ამ სახის ძალიან ძლიერი ორგანიზაციებია?

– კი, სოციალური მიმართულების საქველმოქმედო ორგანიზაციები მოხუცებს პატრონობენ, საკვები და წამალი მიაქვთ მათთან. არიან ისეთები, რომელთაც პატრონი არ ჰყავთ და უყურადღებოდ, ცხადია, არც მათ სტოვებენ. თუმცა, ამ პროცესში სახელმწიფოც ჩართულია. ჯარიც ჩართულია ამ საქმეში, ჯარისკაცი ქალები ეხმარებიან ამ მოხუცებს, თუ რაიმე სჭირდებათ, ყველაფერს უკეთებენ, ოღონდ გარეთ არ გამოვიდნენ. შეიძლება ითქვას, 24 საათიანი კონტროლის ქვეშ არიან. ურეკავენ ტელეფონზე და ეკითხებიან, სჭირდებათ თუ არა რაიმე სახის დახმარება. არის ცხელი სატელეფონო ხაზები და თავადაც შეუძლიათ დარეკონ.

– უცხოეთში მყოფი ებრაელები გეხმარებიან?

– ამის შესახებ ინფორმაცია მე არ მაქვს, მაგრამ ჩვენი დიასპორა რომ დაგვეხმარება, მაგაში ეჭვი არ მეპარება. არც ერთი გაჭირვების დროს არ მიუტოვებიათ ეს ქვეყანა და არც ახლა მიატოვებენ.

– ისრაელის ჯანდაცვის სისტემა როგორი მზაობით შეხვდა კორონავირუსს და ახლა რა მდგომარეობაა?

– ამ ეტაპზე არაფრის დეფიციტი არ არის, ექიმები და ექთნები საკმარისად არიან, სწრაფი ტექსტები და ხელოვნური სუნთქვის აპარატურა, მედიკამენტები არის. თუმცა, პრევენციის მიზნით, სხვა და სხვა ღონისძიებები ხორციელდება. ბევრი ექიმი და ექთანი დაავადდა და თადარიგს იჭერენ. მეგობარი მყავს ორთოპედი. მასაც და მის მეგობარს, პლასტიკურ  ქირურგს დაურეკეს,  გააფრთხილეს, რომ ნებისმიერ მომენტში მზად იყვნენ კორონავირუსთან ბრძოლაში ჩასართველად. არც ინფექციონისტები არიან და არც ვირუსოლოგები, მაგრამ ექიმები არიან, გადაამზადებენ სასწრაფოდ, თუკი დასჭირდათ და გაუშვებენ საავადმყოფოებში ინფიცირებულების სამკურნალოდ. ჯერჯერობით, ეფექტურად ვებრძვით პანდემიას და ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, სამწუხაროდ.

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved