• რეკლამა
  • კონტაქტი
02:26, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას შვრებით თუ შსს-დან გირეკავენ ჯარიმის შესახებ და რა ხდება თუ უარს იტყვით ქვითრის ჩაბარებაზე? – მარიკა არევაძე

ალია ავტორი - ალია
22:55 02-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,004

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ–ერთი ლიდერი, იურისტი მარიკა არევაძე:

შევაჯამოთ შსს-ს ჯარიმების შესახებ ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია 👇
➡️ 1. რას შვრებით თუ შსს-დან გირეკავენ ჯარიმის შესახებ:
– არ გაქვთ ადგილზე მისვლის ვალდებულება;
– ეუბნებით მისამართს, სადაც შესაძლებელია ფოსტით ჩაგბარდეთ საჯარიმო ქვითარი.
➡️ 2. რა ხდება თუ უარს იტყვით საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე, როცა შსს-ს წარმომადგენელი ადგილზე მოდის ან ფოსტას აქვს გზავნილი მოტანილი:
– საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად და იმ დღიდანვე იწყება გასაჩივრების ვადის ათვლა, ამიტომ ჯობია ჩაიბაროთ და მიყვეთ გასაჩივრების პროცედურებს.
➡️ 3. როგორ ხდება საჯარიმო ქვითრის ჩაბარება და როდიდან ითვლება ჩაბარებულად ?
– თუ ადგილზე მოტანით ან ფოსტით ჩაგბარდათ გზავნილი, ჩაბარების დღიდან;
– თუ მოგიტანეს და უარი თქვით ჩაბარებაზე, უარის თქმის დღიდან;
– თუ ფოსტით გამოგზავნეს, მაგრამ ვერ ჩაგბარდათ შსს-ს აქვს მეორედ გამოგზავნის ვალდებულება. თუ მეორედაც ვერ ჩაგბარდათ შსს მოახდენს საჯარო გამოქვეყნებს და საჯარო გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად და ამ დღიდან იწყება გასაჩივრების ვადის ათვლა.
➡️ 4. https://www.protocols.ge/ და https://videos.police.ge/index.php?lang=ge&lang=ge საიტზე მონაცემების დადება ითვლება თუ არა საჯარო გამოქვეყნებად ?
– კანონის შესაბამისად არ ითვლება;
– ვინაიდან, რეჟიმის მხრიდან არავითარი უკანონობა არ არის გამორიცხული და ნებისმიერ უკანონობას შემდეგ სასამართლოც უდასტურებს – 1. შეგიძლიათ თავის დაზღვევის მიზნით ან ადგილზე მიხვიდეთ და ჩაიბაროთ ან 30 დღიდან გაასაჩივროთ ან გარისკოთ და შემდეგ აღსრულების ეტაპზე იდავოთ ჩაბარების კანონიერებაზე.
ასევე, იმისათვის რომ გვქონდეს წერილობითი მტკიცებულება, მიმართული მაქვს შსს-სთვის და პასუხს აუცილებლად გაგიზიარებთ.
➡️ 5. რა ვადა გვაქვს გასაჩივრებისთვის ?
– ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე.
➡️ 6. აჩერებს თუ არა გასაჩივრება გადახდის ვალდებულებას ?
– აჩერებს , პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე.
➡️ 7. როგორია გასაჩივრების ეტაპები ?
– ჯერ საჯარიმო ქვითარი საჩივრდება შსს-ში.
– შსს-ს გადაწყვეტილება (დადგენილება) საჩივრდება საქალაქო/რაიონულ სასამართლოში;
– საქალაქო/რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. ეს არის ბოლო ინსტანცია.
საჩივარზე არ ხდება ბაჟის გადახდა.
➡️ 8. შსს-ში სად უნდა ჩააბაროთ საჩივარი ?
– ნაწილი ბარდება კახეთის გზატკეცილზე, ნოე რამიშვილის ქუჩა 38; ნაწილი გულუას ქ.10-ში; ნაწილზე ცხელი ხაზი ითხოვს ქვითრის ნომერს, რომ გითხრან სად უნდა ჩააბაროთ საჩივარი. ამიტომ, საჩივრის წაღებამდე მაინც დააზუსტეთ მისამართი. დარეკეთ ნომერზე – 2 41 42 42.
– საჩივრის ჩაბარებისას თან გქონდეთ მეორე ეგზეპლიარი, სადაც დააწერინებთ ჩაბარების დასტურს, თარიღს, რეგისტრაციის ნომერს და თუ რეგისტრაციის ნომერი იქვე არ გითხრეს დარეკეთ ნომერზე 241 10 65 ან 241 10 66 დააზუსტეთ რეგისტრაციის ნომერი და ვის დაეწერა თქვენი საჩივარი გასახილველად.
➡️ 9. შეძლებენ თუ არა ფონდები ჯარიმების გადახდაში დახმარებას ?
– ფონდებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და თქვეს, რომ გასაჩივრების ეტაპების დასრულების შემდეგ და ამ შემთხვევაში მოახდენენ ყველას დახმარებას.
➡️ 10. აქვე გიზიარებთ ჩემს მიერ მომზადებულ საჩივრის ნიმუშებს:
– მარტივი საჩივარი: https://drive.google.com/…/1LQbgzc9HpAxvscF6ERTwpzG7W…/view…
– მარტივი საჩვარი, თუ საიტზე გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით მაინც გზურთ საჩივრის შეტანა: https://drive.google.com/…/14uMdD683834ZcaZntVgFovPmw…/view…
– დასაბუთებული საჩივრის ნიმუში: https://drive.google.com/…/15_s24dt1nBB…/view…
✅ და ბოლოს, პირადად მე და კოალიცია ცვლილების ადამიანის უფლებების ოფისი მზად ვართ დაგეხმაროთ ყველას, ვინც მოგვმართავთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი
ახალი ამბები

როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი

15:09 02-23-2026
LIVE  გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“
ახალი ამბები

LIVE გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“

14:16 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved