• რეკლამა
  • კონტაქტი
12:20, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას პასუხობს Netflix ნონა გაფრინდაშვილის ბრალდებებს

ალია ავტორი - ალია
10:25 09-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

BBC ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელის შესახებ წერს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, 25-გვერდიან სარჩელში ნათქვამია, რომ Netflix-მა შეგნებულად მოიტყუა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ ცინიკური და იაფფასიანი მიზნისთვის, რათა სერიალისთვის მეტი დრამატულობა შეეძინა. მედიის ცნობით, Netflix ეცადა, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ სერიალის მთავარმა გმირმა შეძლო, მიეღწია იმისთვის, რაც აქამდე არც ერთ ქალს არ მიუღწევია, მათ შორის გაფრინდაშვილს.

ამასთან, BBC-ის ცნობით, სარჩელში აღნიშნულია, რომ 1968 წლისთვის, რა დროსაც მოვლენები ფინალური ეპიზოდისას ვითარდება, ნონა გაფრინდაშვილს 59 მამაკაც მოჭადრაკესთან (ერთდროულად 28 მათგანთან) ჰქონდა ნათამაშები, მათ შორის 10 იმ დროისთვის დიდოსტატის სტატუსს ატარებდა. გარდა ამისა სარჩელში აღნიშნულია, რომ იმის მტკიცება, რომ გაფრინდაშვილი არასოდეს დაპირისპირებია მამაკაც მოჭადრაკეს, ტყუილი, სექსიზმი და დამცირებაა.

როგორც BBC წერს, ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც თბილისში ცხოვრობს და დღემდე იღებს მონაწილეობას საჭადრაკო ტურნირებში, Netflix 5 მილიონი დოლარის კომპენსაციას და სერიალიდან იმ განცხადების ამოღებას ითხოვს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას არასოდეს უთამაშია მამაკაც მოჭადრაკესთან.

Netflix-ში აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

„Netflix-ი დიდ პატივს სცემს ქალბატონ გაფრინდაშვილს და მის ბრწყინვალე კარიერას, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ბრალდებებს საფუძველი არ აქვს. ჩვენ მტკიცედ დავიცავთ თავს სასამართლოში“, – განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა.

Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი 2021 წლის 16 სექტემბერს უკვე წარედგინა კალიფორნიის სასამართლოს. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული მოჭადრაკის უფლებებს იურიდიული ფირმა BLB ამერიკელ კოლეგებთან ერთად დაიცავს.

სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი Netflix-ს სექსიზმში ადანაშაულებს.

ნონა გაფრინდაშვილის თქმით, 1968 წელს, რომელშიც ზემოხსენებული ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო მატჩები ჩატარებული 60-მდე კაცთან.

შეგახსენებთ, ფილმი The Queen’s Gambit 2020 წელს გამოვიდა. Netflix-ის ცნობით, „ლაზიერის გამბიტის“ გამოსვლიდან 28 დღეში სერიალი 68 მილიონმა ოჯახმა ნახა. სერიალმა ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა და მიმდინარე წელს „ემის“ დაჯილდოებაზე 18 ნომინაციაში არის დასახელებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved