გიული ალასანია ირაკლი კობახიძის ბრალდებებსაც პასუხობს და განმარტავს, რომ აშშ-ში არა ლობისტები, არამედ იურიდიული კომპანია აქვს დაქირავებული.
მდგომარეობა ჯანმრთელობის იგივეა. სიცხე, როგორც ყოველთვის, აქვს, სისუსტე არის… მოკლედ, გაძლებაზეა ადამიანი. აი, რამდენი ხანი გაძლებს ორგანიზმი აი, ამაზეა, იმიტომ, რომ ძალიან ცუდად არის. მოხდა ამ კომპანიის დაქირავება და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების, ექიმების შემოყვანა. არ არიან ესენი ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე. არ ამუშავებულა ჯერ ეს კომპანია, ვნახოთ, რას გააკეთებენ. ელემენტარული ინფორმაციის გავრცელება იქნება, – ამბობს ალასანია.
“სააკაშვილის გათავისუფლებით პოლიტიკური ვითარება აირევა” – კობახიძე
კომენტარები