მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ “ემპათიას” დასკვნის ეხმაურება ირაკლი კობახიძე და ამბობს:
“ეს ყველაფერი არის წმინდაწყლის პოლიტიკური კამპანია და პიარული კამპანია, რომლის მიზანია გააჩინონ თანაგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ და საბოლოო ჯამში, უზრუვენლყონ ამ პატიმრის რაღაც ფორმით გათავისუფლება იმისთვის, რომ ქვეყანაში არიონ ვითარება. მათ აქვთ ეს განზრახვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ხელი შეუწყონ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების არევას, რაც არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ხალხის ინტერესებში და რა თქმა უნდა, ვერავითარი ლობისტური კამპანიით ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას ისინი ვერ დაარწმუნებენ, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე, მეორე, რომ მისი გათავისუფლება არის მიზანშეწონილი.”
კომენტარები