ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში საქართველოს საელჩოსთან საქართველოს მოქალაქეები მივიდნენ ( რადგან როგორც მოქალაქეები წერენ, საელჩო ზარებს არ პასუხობდა) დახმარების სათხოვნელად და საქართველოს საელჩომ პოლიცია გამოიძახა – წერენ იმასაც, რომ რამდენიმე ემიგრანტი დაკავეს.
“ალიამ” მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მათი კომენტარი ასეთია:
” სპეცრაზმის გამოძახებას ადგილი არ ჰქონია. პოლონეთში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც აკრძალულია ადამიანების მასობრივი თავშეყრა, შესაბამისად, მას შემდეგ რაც საელჩოსთან მოგროვდა გარკვეული რაოდენობა საქართველოს მოქალაქეების და მათთან შესახვედრად გამოვიდა საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშომლები, ამ დროს სამართალდამცველები გამოჩნდნენ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე და შეახსენეს საელჩოს, რომ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეიძლება მოქალაქეთა მასობრივი შეკრება და მოუწოდეს ტერიტორიის დატოვებისკენ როგორც საელჩოს თანამშრომლებს, ასევე მოქალაქეებს.
დაკავებული არავინ არაა, გაფრთხილება მიიღეს!”
ამიტომ უნდა იმუშავოს საელჩომ დისტანციურ რეჟიმში მოქნილად და თუ მოქალაქეების ჩამოყვანა არ დაჩქარდება, ხვალ და ზეგ ემიგრანტები თუ ისევ გამოვლენ ქუჩაში, გაფრთხილებით ვერ გადარჩებიან – უცხო ქვეყნებმა ჩვენი ემიგრანტები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნების საშუალება არა აქვთ, საელჩოებთან რომ დააკავნო – ნამდვილად იქნება ქვეყნის სირცხვილი.
ალია
კომენტარები