• რეკლამა
  • კონტაქტი
05:55, პარასკევი, 11 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რას ნიშნავს, მეგობარი ბიჭუნა რომ ჰყავსო? არაფერს არ ნიშნავს, ერთად არიან-მეთქი, ეს მსუქანა კაცი და ეს პატარა ბიჭი ერთად არიანო?” – ალეკო შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
23:09 07-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,505

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

 

სიბეცის კოდი (არქივიდან. Remaster)

წელი არ მახსოვს, თუმცა უკვე სტაჟიანი წიგნის კაცი ვიყავი, როცა „თავისუფლების“ მეტროსკენ მივსეირნობდი ღიღინ-ღიღინით, ორი მძიმე ჩანთით (ერთი – მხარზე, მეორე – ხელში), დაღლილი, მაგრამ ბედნიერი, რადგან წიგნები შლიგინ-შლიგინით იყიდებოდა, – ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კვლავ შევძლებდი მოგზაურობას.
და აი, ჩავუარე კინოთეატრ „რუსთაველს“ და შევეჩეხე დაჯგუფებას ადამიანებისა, რომლებიც ძალიან ნერვიულობდნენ, გაჰყვიროდნენ, ერთ ქალს გული ჰქონდა წასული და ასულიერებდნენ, მამაკაცი კი ქურთუკის შემოხევას ცდილობდა: ან ვერ ახერხებდა ან ენანებოდა, წვალობდა და განცდებში იყო…

აქ რა ხდება-მეთქი, ვიკითხე და ჩანთებში რა გიდევსო, იმათმა მკითხეს. რა მიდევს და წიგნები-მეთქი, ვუპასუხე გახარებულმა, მგონი ახალი კლიენტებიც ვიშოვე და ერთ-ორ ცალს აქვე მივაყიდი-მეთქი. გვაჩვენე, აბაო, და წრე დამარტყეს, გულწასული ქალიც წამოდგა, კაცმა ქურთუკი აღარ დახია, მოიცვა და მომიახლოვდა ისე, რომ არც მიყურებდა, გვერდით იყურებოდა, დაძაბული ჩანდა. თავიანთი მიტინგის მიტოვებამ და წიგნებით ასეთმა მოულოდნელმა დაინტერესებამ არაჯანსაღი ჟრუანტელი გამოიწვია ჩემში, გულის ფიცრის დაბლა.

ჩავყავი ხელი ჩანთაში და ამოვიღე საქართველოს ისტორია მე-IX ტომი. კარგია, კარგიაო, გავიგონე შეძახილები, რომელიც არ მომეწონა. კიდევ რა გაქვსო? მეორე ამომყვა „სახურავის ბინადარი კარლსონი“. ეს რა, საბავშვოაო? ეს ის არის, სახურავზე რომ ცხოვრობს და რომ დაფრინავს-მეთქი. სად რომ დაფრინავსო? სად რომ დაფრინავს და თან მურაბა რომ უყვარს და ბიჭიც რომ ჰყავს-მეთქი, პატარა… შვილიო? არა, შვილი არა, მეგობარი ბიჭუნა ჰყავს-მეთქი. რას ნიშნავს, მეგობარი ბიჭუნა რომ ჰყავსო? არაფერს არ ნიშნავს, ერთად არიან-მეთქი. ეს მსუქანა კაცი და ეს პატარა ბიჭი ერთად არიანო? – ძალიან ახლოს მოვიდნენ. ერთი პირდაპირ ჩემს სახეში ლამობდა შემოსვლას, წარბები ჰქონდა მტრისას.

– მოიცა, მე ამოვიღებო, თქვა რომელიღაცამ, ჩაყო ხელი და ამოიღო დენ ბრაუნი – „და ვინჩის კოდი“.

– აიო! – დაიყვირა, აი, თქვენი თვალით ნახეთ! აი, ის წიგნი, რის გამოც ვართ აქ შეკრებილნი უკვე ერთი კვირაა და რისი დაწვა-განადგურებაც გვინდა! აი, თავისი ხელით მოვიდა ჩვენთან, ღმერთმა გადმოგვხედა, მტარვალი გამოგვიგზავნა, დემონს გზა აებნა და ახლა თქვენ ნახავთ, აქ უბადრუკს როგორ გავუსწორდებითო.

– ერთი წამით-მეთქი! – ორატორი გავაჩერე, მართლა გაკვირვებული ვიყავი, – თქვენ საერთოდ ვინ ხართ და ამ ჩემს წიგნს ასე რატომ აფრიალებთ-მეთქი?

ახლა გაიგებ ვინც ვართო! ჩვენ ვართ მართალთა მშობელთა კავშირიო… ასე მომესმა მაშინ და დავიბენი, ვერ მივხვდი, მშობლებს აქ რა უნდოდათ ქუჩაში და წიგნებს რატომ აპროტესტებდნენ, და ესენი თუ მართლები იყვნენ, დანარჩენები მტყუანები გამოვდიოდით. ალბათ სხვადასხვა სკოლის მშობლები თუ შეიკრიბნენ, რაც თავისთავად უკვე პანიკურ გარემოს ბადებდა და უცბად ისიც გამახსენდა, რომ ჩანთაში ტროტილზე საშიში ნივთიც მედო: „ჰარი პოტერი – სიკვდილის საჩუქრები“.

– მოდი აქაო, მითხრა ქურთუკიანმა და ამოჩაჩული პერანგი შარვალში კარგად ჩაიტანა, ქამარიც ორი ნახვრეტით დაავიწროვა – ხელზე ტატუ დავუნახე, რომ არ არეოდა, თითები ჰქონდა გადანომრილი: 1, 2, 3…
პირველად მაშინ გამოვიყენე ის ჩემი ილეთი, სახელად „პლეტი“.

ვაიმე! – დავიყვირე მე, – იქით გაიხედეთ, ღმერთო, ეს რა ხდება-მეთქი – და ხელი გავიშვირე სადღაც ტრაკში. ყველამ იქით გაიხედა. სანამ მოიხედეს, მე უკვე პურის მოედანზე მივრბოდი, იერუსალიმის ქუჩაზე. მეგობრის კარზე ვაბრახუნებდი… შემოდიო, შევვარდი.
მართალთა მშობლები მომდევენ-მეთქი. და რა დააშავეო? ეს კითხვა არ მომეწონა. დენ ბრაუნის „და ვინჩის კოდი“ მიპოვეს-მეთქი. „ჰარი პოტერი“ ვერ მიპოვეს და ვერც „ანგელოზები და დემონები“.

– ჩემი მეგობარი რომ არ იყო, ჩემი ხელით გადაგახევდი მაგ წიგნს თავზეო, – მითხრა მეგობარმა, – ვერც კი წარმოგიდგენია, როგორ არცხვენ მთელ საქართველოსო.

პ.ს. მას მერე ასეთი ქუდით დავდივარ და ასეთი იერით 🙂

თეგები: ალეკო შუღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved