• რეკლამა
  • კონტაქტი
02:10, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას მოიცავს რემონტის შემდგომი დასუფთავება?

ალია ავტორი - ალია
18:09 10-04-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
473

რემონტის დასრულების შემდეგ მიღწეული შედეგებით ტკბობას თან ახლავს ნაკლებად სასიამოვნო პროცესიც – რემონტის შემდგომი დასუფთავება. რემონტის შემდეგ დასუფთავება განსაკუთებით დამღლელი პროცესია, რადგან მცირე ზომის ფართიც კი დიდ ძალისხმევას და დიდი რაოდენობით ინვენტარს მოითხოვს. 

საცხოვრებელი სახლის თუ კომერციული დაწესებულებების დასუფთავება არა მხოლოდ წესრიგისა და კომფორტის შესანარჩუნებლად, არამედ ბაქტერიებისა და მიკრობებისგან თავდასაცავადაც აუცილებელია. სპეციალური ქიმიური საშუალებები ეფექტურად უმკლავდება მღრღნელებსა და მავნებლებს ინდუსტრიულ ფართებშიც, რაც ნებისმიერი საქმიანობის, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, წარმართვაში გეხმარებათ. 

დასუფთავების სამსახური საკუთარი აღჭურვილობით თანმიმდევრულად და სისტემურად მიუდგება დაკისრებულ მოვალეობას, რომელიც მოიცავს დეზიფექციას, მინა-ვიტრინების წმენდას, ხალიჩების რეცხვას, ფარდების დარეცხვა/დაუთოებას და რბილი ავეჯის ქიმწმენდასაც კი.

 

აი, რას მოიცავს ეს პროცესი: 

  • სამშენებლო მტვრის აღება ჭერიდან, კედლებიდან და იატაკიდან
  • ცემენტის, გაჯისა და საღებავების ლაქების გაწმენდა
  • სტიკერების მოცილება ფანჯრებსა და ავეჯზე
  • სადარბაზოს დალაგება
  • მყარი და რბილი იატაკის დასუფთავება
  • წვრილი სამშენებლო ნარჩენების გატანა და ა.შ. 

დალაგების დაწყებამდე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საჭირო მასალების მომარაგებას. ცხადია, რომ ყველა ასპექტი დაკავშირებულია ხარჯებთან. კარგი იქნება, თუ ყურადღებით შეარჩევთ შესაფერის აღჭურვილობას. თუ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს მარტო ვერ გაუმკლავდებით, შეგიძლიათ, რემონტის შემდგომი დასუფთავების სერვისით ისარგებლოთ, რომელსაც გამოცდილი პროფესიონალები გაუძღვებიან. ამ გზით დაზოგავთ დროს, ენერგიას და თანხებსაც კი. 

დალაგების სწორი თანმიმდევრობა

თავდაპირველად, გაასუფთავეთ ჭერი, ჭაღი და სანათი, რომ მათი გაწმენდა ხელმეორედ აღარ დაგჭირდეთ. შემდეგ კი კედლებსა და იატაკზე გადადით. გარდა ამისა, ავეჯის ინტერიერის გაწმენდისას აუცილებელია ხალიჩების გაწმენდაც.

გაუფრთხილდით ძვირფას ნივთებს

კარგი იქნება, თუ რემონტის დაწყებამდე წინასწარ გაითვალისწინებთ რიგ საკითხებს. მაგალითად, თუ სახლში ძვირფასი ნივთები გაქვთ ან ისეთი საგნები, რომლებიც მარტივად დაზიანდება, სპეციალური გადასაფარებლები მოიმარაგეთ. ამ გზით, ინვენტარს მტვრისა და ლაქებისგან დაიცავთ და რემონტის შემდგომი დასუფთავებაც მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქდებათ. 

ფანჯრებისა და ავეჯის გაწმენდა

ისევ და ისევ ინვენტარის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ახალი ფანჯრებისთვის სტიკერების მოშორებისას სიფრთხილის გამოჩენას გირჩევთ. ამაში კი ფრთხილად შერჩეული საწმენდი და სარეცხი საშუალებები დაგეხმარებათ. თუ საქმეს არაპროფესიონალურად მიუდგებით, დარწმუნებული იყავით, რომ დროითი და ფინანსური დანახარჯები გაგეზრდებათ. 

რემონტის შემდგომი კაპიტალური დასუფთავების შემდეგ მსუბუქი დალაგება საკმარისი იქნება სახლსა თუ კომერციულ ფართში წესრიგისა და სისუფთავის შესანარჩუნებლად. 

შეჯამება

როგორც ვნახეთ, რემონტის შემდგომი დალაგება კომპლექსური და ფიზიკურად შრომატევადი საქმიანობაა. თუ მზად ხართ, მთელი დრო და ენერგია ამ პროცესს მიუძღვნათ, თითოეული ნაბიჯი სწორად გათვალეთ და ყველა საჭირო მასალა თუ ხელსაწყო მოიმარაგეთ. ხოლო თუ გგონიათ, რომ ამ პროცესს მარტო ვერ გაუმკლავდებით, ყოველთვის შეგიძლიათ დახმარება საქმის პროფესიონალებს სთხოვოთ. კაპიტალურად დასუფთავებული სივრცის ასეთივე სახით შენარჩუნებაზე კი თავად იზრუნოთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved