• რეკლამა
  • კონტაქტი
13:25, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ითხოვს ამ წუთებში სააკაშვილი? – ” მას შემდეგ, რაც მოატყუეს და გაიტაცეს, არსებობს უნდობლობა” – ხერხეულიძე

ალია ავტორი - ალია
17:30 11-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა მე-18 დაწესებულების ადმინისტრაციას მოსთხოვა, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მივიდნენ დაწესებულებაში, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა.

„ნიკა გზაშია, უკრაინის კონსულზე ვერაფერს გეტყვით, შეტყობინებას გადასცემდნენ, იმედია, მალე მოვლენ და ჩვენი შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება იმაზე, რომ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ ადამიანმა დროზე შეწყვიტოს შიმშილობა.

მოგეხსენებათ, ჩემი აქ მოსვლის მიზეზი იყო მიხეილ სააკაშვილის მონახულება მაქვს საშვი, მაქვს პისიარ ტესტი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ აქ შევიდე. ჩემი მხრიდან არანაირი ბარიერი არ არსებობს, რომ დამაყოვნონ. მთავარი მცდელობა ჩემი დღეს შესვლის იყო შემდეგი, იცით, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომელიც აქამდე არაერთგზის გავავრცელე. მას შემდეგ, რაც ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის დროს მას მოატყუეს და გაიტაცეს რუსთავიდან, გადმოიყვანეს გლდანში, უკვე არსებობს დიდი უნდობლობა, რის საფუძველზეც მხოლოდ და მხოლოდ ექიმების, ადმინისტრაციის შეთავაზებით, ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას.

მისი მოთხოვნა გახლავთ შემდეგი, თუკი ასეთი ფაქტის წინაშე დავდგებით, თუ შესაცვლელი გახდება ლოკაცია, მას უნდა ესწრებოდეს მისი პირადი ადვოკატები, პირადი ექიმი, ან ჩვენგან წარმომადგენელი. მე ვარ აქ მოსული, რათა დღევანდელი შეთავაზება, რაც ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, საერთოდ უმნიშვნელოა, როგორი პოზიცია მაქვს მე ამასთან დაკავშირებით, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მან დაუყოვნებლივ მიიღოს შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რა გარემოებაც შეუწყობს ამას ხელს, შევეცდები ჩემი პოზიცია გავუზიარო და დავარწმუნო ამაში. ეს ადამიანი იბრძვის, უკვე 50-ე დღეა უთანასწორო ბრძოლაში და მისი ბრძოლა იმსახურებს იმას, რომ მისი პოზიცია ვიცოდეთ ამასთან დაკავშირებით“

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

თეგები: ეკა ხერხეულიძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney
ახალი ამბები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

16:48 02-25-2026
სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია
ახალი ამბები

სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია

15:42 02-25-2026
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
ახალი ამბები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

14:53 02-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved