• რეკლამა
  • კონტაქტი
08:57, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ჰყვება იუბილარი გოგონა? – “დავინახე როგორ ჩაარტყეს ქვა ჩემ უბნელს…”

ალია ავტორი - ალია
23:49 06-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

იუბილარი გოგონას ჩვენება გიორგი შაქარაშვილის საქმეში – ანა გაბეჩავა მომხდარის დეტალებს იხსენებს და წერს, რომ ჩხუბში, რომელიც სახლის გარეთ დაიწყო, გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვ.თ არ მონაწილეობდნენ.

გოგონას ჩვენებით ირკვევა, რომ შაქარაშვილი და მისი მეგობრები დაპირისპირების დროს გარეთ არც კი გასულან. 

რაც შეეხება ჩხუბს, როგორც ანა გაბეჩავა ჩვენებაში წერს, მან დაინახა როგორ ჩაარტყეს მის უბნელს ქვა, რა დროსაც მას სისხლი წამოვიდა, ასევე ჩვენებიდან ირკვევა, რომ იმავე დაპირისპირების დროს მიიღო დაზიანება ვახტანგ ჩიქოვანმა.

დაახლოებით იქნებოდა 23:30 საათი როდესაც დავინახე რომ ჩემი ზ/ხსენებული მეგობრები, კლასელები და უბნელები სახლში აღარ იყვნენ რაზეც ვიფიქრე რომ ისინი მოსაწევად იყვნენ გარეთ გასულები რა დროსაც ჩემთან მოვიდა ჩემი მეგობარი მ.ხ და მითხრა რომ გარეთ სავარაუდოდ ჩხუბობდნენ  და მთხოვა გარეთ გავსულიყავი რომ განმემუხტა სიტუაცია. როდესაც გავედი სახლის ეზოში დავინახე რომ ჩემი მეგობრები, კლასელები და უბნელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ, ისინი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხოლო ვინ ვის ურტყამდა კონკრეტულად მე ამას არ დავკვირვებივარ რადგან ვცდილობდი მათ გაშველებას და სწორედ გაშველების დროს დავინახე რომ ჩემს უბნელს ნ.ხ-ს ქვა ჩაარტყა მარცხენა შუბლის ზედა ნაწილში ჩემმა მეგობარმა ს.ჩ-მ, რა დროსაც ნ.ხ-მ მიიღო დაზიანება და წამოუვიდა სისხლი. ასევე დავინახე ეზოში ჩემი უბნელი ვახტანგ ჩიქოვანი რომელსაც  სახეზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანება, ხოლო ის ვინ სცემა მე ეს არ დამინახავს. თუმცა დანამდვილებით გეტყვით რომ იყო ძლიერ ნაცემი. მე და ჩემი სტუმარი გოგოები ვცდილობდით ზ/აღნიშნული ბიჭების გაშველებას და ვეუბნებოდი მათ რომ წასულიყვნენ ჩემი დაბადების დღიდან და აღარ მოსულიყვნენ. გოგოებმა ჩვენი ძალით შევძელით ბიჭების გაშველება და ისინი გავყარეთ სახლის ეზოდან, რის შემდგომაც მე და ჩემი მეგობარი გოგოები, ლ.ნ, ლ.ქ, მ. ხ, ს ჭ, და ე ხ შევბრუნდით სახლში, სადაც დაგვხვდა გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვ.თ რომლებიც ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან და არ ჩარეულან ჩხუბში და შიგნით ქეიფობდნენ”

“მთავარი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved