• რეკლამა
  • კონტაქტი
17:01, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – რას გვატყუებს იფქლი? – “სერთიფუდი”

"შეიძლება თუ არა ეწეროს ამ პროდუქტს 0%-იანი შაქარი? ან შეიძლება თუ არა ერქვას ამ პროდუქტს ქატოს პური?"

ალია ავტორი - ალია
16:01 10-15-2026
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო კომპანია სერთიფუდი, სოციალურ ქსელში, ვიდეოს ავრცელებს, სადაც, კომპანიის ერთ–ერთი დამფუძნებელი, ანდრია კალანდია, ამბობს:

რას გვატყუებს იფქლი? შეიძლება თუ არა ეწეროს ამ პროდუქტს 0%-იანი შაქარი, როდესაც შაქრის შემცველობა ამ განცხადების გამოყენებისთვის დასაშვებ კრიტერიუმს სამჯერ აღემატება? ან შეიძლება თუ არა ერქვას ამ პროდუქტს ქატოს პური, როდესაც მასში ქატოს შემცველობა მხოლოდ 2,98%-ია?

პლატფორმას სერთიფუდი დღეს კანონის ენაზე ავხსნით, რა დგას ამ წარწერების უკან – პროდუქტის რეალური მახასიათებლები თუ მარკეტინგული ხრიკები, რომლითაც ვტყუვდებით.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განცხადებები, როგორიც არის შაქრის, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების გარეშე, ცილის წყარო და ასე შემდეგ, მთავრობის 510-ე დადგენილებით რეგულირდება, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, 10 წელია ძალაშია. ამ დადგენილების დანარჩენში მითითებული განმარტებით, განცხადება „უშაქრო“ ან „შაქრის გარეშე“ ან ნებისმიერი განცხადება, რომელსაც მომხმარებლისთვის სავარაუდოდ იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათის 100 გ-ში ან 100 მლ-ში შაქრის შემცველობა არაუმეტეს 0,5 გ-ია.

იფქლის, ვითომ ქატოს პურის ეტიკეტზე დეკლარირებული შაქრების შემცველობა 1,6 გ-ია. ანუ მას ამ განცხადების შეფუთვაზე გამოყენება კანონით ეკრძალება.

და რას ფიქრობთ, რამდენ პროცენტ ქატოს უნდა შეიცავდეს ქატოს პური? 2,98%-ი საკმარისია? მთავრობის 301-ე დადგენილება გვეუბნება, რომ სურსათის დასახელება, აღწერილობა თუ შეფუთვა მომხმარებელს სურსათის მახასიათებლების შესახებ მცდარ წარმოდგენას არ უნდა უქმნიდეს. სამწუხარო რეალობაა, რომ სახელისუფლებო მაკონტროლებელი ხშირად სურსათის ეტიკეტზე მხოლოდ 301-ე დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის არსებობას ამოწმებს, როგორიცაა სურსათის დასახელება, ინგრედიენტების ჩამონათვალი, წარმოების შესახებ ინფორმაცია და ასეთ სიღრმისეულ დეტალებს არ აკვირდება.

კონტროლის მექანიზმები და საკანონმდებლო ბაზა, რომლის შექმნაზეც უამრავი რესურსი დაიხარჯა, ხშირად არავინ კითხულობს და matsne.gov.ge-სთვის დამატებითი ტვირთია. ეს რა თქმა უნდა მწარმოებლებმა ძალიან კარგად იციან, მორიდების გარეშე ხუნძლავენ ეტიკეტს კანონსაწინააღმდეგო განცხადებებით, ქმნიან ჯანსაღი პროდუქტის ილუზიას და ასე ზრდიან გაყიდვებს.

ეს კანონდარღვევა ჩვენმა ერთ-ერთმა გამომწერმა გაგვიზიარა. სწორედ ეს არის სერთიფუდის მთავარი მოტივაცია და მიზანიც – უკვე ძალიან ბევრი თქვენგანი დამოუკიდებლად, კრიტიკულად ეცნობა სურსათის მახასიათებლებს მის შეძენამდე, ავლენს კანონდარღვევებს და ხდება საქართველოში, სურსათის უვნებლობის სფეროში, დადებითი ცვლილებების მონაწილე.

ჩვენ სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო კომპანია “სერთიფუდი” ვართ. თუ გჭირდება ამ სფეროში ყველაზე ხარისხიანი და სრულყოფილი სერვისი, როგორიც არის HACCP სისტემის დანერგვა, ეტიკეტირება, ვარგისიანობის ვადის განსაზღვრა, აუდიტები და სხვა, იცი, რომ ჩვენ უნდა დაგვიკავშირდე.

“>

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved