• რეკლამა
  • კონტაქტი
16:06, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რას გააკეთებდა ეროვნული ხელისუფლება 14 წლის მანძილზე!” – ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
13:58 02-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:

რას გააკეთებდა ეროვნული ხელისუფლება 14 წლის მანძილზე!
🔴1) მიიღებდა მიწის კოდექსს, ერთადერთი სახელმწიფო ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც მიწის კოდექსი არ გააჩნია;
🔴2) პარლამენტში “გენდერული თანასწორობის საბჭოს” (მსგავსად, ან ნაცვლად) შექმნიდა დემოგრაფიულ საბჭოს;
🔴3) აკრძალავდა სლოტ–კლუბებს და ონლაინ აზარტულ თამაშებს;
🔴4) შექმნიდა სასურსათო უსაფრთხოებას, რომ ქვეყანა გამხდარიყო თვითკმარი და არ ყოფილიყო დამოკიდებული სურსათის იმპორტზე;
🔴5) აღადგენდა საზღვაო სანაოსნოს, დღეს ქართულ წყლებში თევზს თურქული გემები იჭერენ;
🔴6) ხელს შეუწყობდა ადგილობრივ წარმოებებს. დაელაპარაკებოდა საერთაშორისო წამყვან მწარმოებელ ბრენდებს და ქართველ ემიგრანტ ბიზნესმენებს, შესთავაზებდა საქართველოში წარმოების ფილიალების გახსნას და ასევე დააინტერესებდა სხვადასხვა შეღავათებით;
🔴7) იზრუნებდა დაცარიელებული სოფლებში ხალხის დასაბრუნებლად, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გზის და შუქის პრობლემას მოაგვარებდა;
🔴8. დაწევდა დენზე და გაზზე გადასახადს, ეს თავისუფლად შესაძლებელია, რადგან მოხმარებული გაზის მესამედს აზერბაიჯანი ტრანზიტის სანაცვლოდ გვაძლევს. ხოლო ელექტროენერგიის 85% საქართველო აწარმოებს;
🔴9) გაანახევრებდა 150 კაციან პარლამენტს, არ სჭირდება ამ პატარა ქვეყანას 150 კაციანი პარლამენტი;
🔴10) მიხედავდა განათლებას, ამაზე ცალკე სტატუსი მაქვს დადებული ორი კვირის წინ და იგივეს აღარ დავწერ;
🔴11) მიიღებდა კანონს წარმომავლობით ქართველების შესახებ, ანუ ფერეიდნელებს, ჰერელებს და ქართველ ემიგრანტებს გამარტივებული წესით მიანიჭებდა საქართველოს მოქალაქეობას;
🔴12) აზიის ქვეყნებს საიდანაც გვაქვს ჭარბი მიგრაცია დაუწესებდა სავიზო რეჟიმს;
🔴13) აკრძალავდა დასახლებების გაშენების მიზნით სასოფლო–სამეურნეო მიწების არასასოფლოდ გადაყვანას;
🔴14) ბანკებს, რომლებსაც კატასტროფულად დიდი პროცენტები აქვთ და აღარიბებენ მოსახლეობას დაუწესებდა რეგულაციებს და შექმნიდა სახელმწიფო ბანკს;
🔴15) აწევდა 100 000–იან დღგ–ს ზღვარს ან გაანახევრებდა დღგ–ს გადასახადს, რადგან ეს ჩანასახშივე კლავს დამწყებ ბიზნესს და აიძულებს მაღალ ფასში მოახდინოს რეალიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გაკოტრება გარდაუვალია;
🔴16) გადაიღებდა ფილმებს: დავით აღმაშენებელზე, ბასიანზე, შამქორზე, გიორგი ბრწყინვალეზე, ხალდეს გმირებზე, იუნკერების გმირობაზე, აფხაზეთში და სამაჩაბლოში მომხდარ გმირობებზე და ა.შ.
🔴17) ხალხს დაუბრუნებდა საკანონმდებლო ხარვეზებით წართმეული რეფერენდუმის უფლებას, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები ხალხს რეფერენდუმის გზით გადაეწყვიტა;
🔴18) ბეტონის გეტოებად ქცეულ თბილისში და ბათუმში დროებით მორატორიუმს გამოაცხადებდა ცათამჯენების მშენებლობაზე.

კიდევ ბევრი რამის დამატება შეიძლება, თუმცა ის ვინც სურსათზე ფასწარმოქმნას ვერ დაადგენს და ამისთვის უცხოური კომპანიას დაიქირავებს, ქვეყანას როგორ ააშენებს? არადა, წიაღისეულითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი 3,7 მილიონიანი ქვეყნის ფეხზე დაყენება მარტივია, მხოლოდ სურვილი და მონდომება სჭირდება!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved