• რეკლამა
  • კონტაქტი
06:40, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ეუბნება ახალგაზრდებს ,,ოცნების” შაბათ-კვირის მორიგე ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:41 04-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,164

ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პოსტიდან გადაყენების შემდეგ მხოლოდ უქმე დღეებში ჩნდება და ,,ოცნების” შაბათ-კვირის მორიგედ იქცა, იმ ახალგაზრდებს მიმართავს, ვინც ,,რუსულ კანონს” აპროტესტებს:

,,გამჭვირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. კითხვა მინდა დავსვა, არის თუ არა მოსაწონი როცა ეს ცნობილი დიდი „ენჯეოები“ იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან? ამის თაობაზე მე როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიყავი ღიად ვესაუბრებოდი ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს. მე ღიად გამოვხატავდი უკმაყოფილებას. მე არაერთხელ მითქვამს მათთვის პირდაპირ, არ მომწონს, არ მოგვწონს ჩვენ, რომ თქვენი სახელმწიფო ორგანიზაციები და ფონდები აფინანსებენ ამ რადიკალური დღის წესრიგის მქონე არასამთავრობოებს. ცუდ საქმეს აკეთებდნენ და აკეთებენ. ჩემი პოზიცია იყო და არის შემდეგი, რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენთვის, როცა ეს ფული მიემართებოდა ან მიემართება დესტრუქციული, ანარქისტული და ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის, როცა ეს ფული მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის გავრცელებისთვის, ძალიან ბევრი აქციის უკან იდგა ის ცნობილი აგრესიულად გამორჩეული ორგანიზაციები, იგივე „სირცხვილია“ და სხვა, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას უცხოეთიდან და ამ ფულს იყენებდნენ მთავრობის, ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ შემოჰქონდათ შფოთვა, არეულობა და ქაოსი; ეს მიუღებელია. თუ ეს ფული ხმარდება კეთილ საქმეებს და ამის მაგალითები არსებობს და რამდენიმე ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც შშმ პირების უფლებებს იცავენ, მე მათზე საუბარი არ მაქვს. მაგრამ შენიღბულები რომ არიან ორგანიზაციები აქტიურად დე ფაქტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სატელიტები, რა თქმა უნდა, მათი საქმიანობა არ არის გამჭვირვალე. ისინი ახდენენ დისკრედიტაციას სხვა არასამთავრობოების, ეს არის პრობლემა და ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების ურთიერთობას აზიანებენ. დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ გამოხატოს საკუთარი აზრი, პროტესტი და მთავრობა, ხელისუფლება ამ ადამიანების უფლებას იცავს და დაიცავს მომავალშიც. თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესი და შედეგი ვინ არის ეს ძალა? – ეს არის „ქართული ოცნება“. ახალგაზრდებს მინდა მივმართო, არ გახსოვთ რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე ქვეყანაში? მარტო ელიტა მოგზაურობდა ევროპაში. აუცილებელია ჩვენს ევროპულ კოლეგებთან დიალოგი. ეს უნდა იყოს ცოცხალი პროცესი, რომ არასწორი აღქმები და განცდები არ დარჩეს“

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved