რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თანაშემწე ამტკიცებს, რომ მის მიერ VKontakte-ის გვერდზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი, სადაც საუბარი საქართველოზეც იყო, მას არ დაუწერია.
რუსულ სახელმწიფო მედია “რიაზე” გავრცელებული ოლეგ ოსიპოვის კომენტარის მიხედვით, უცნობია ვინ გატეხა მედვედევის გვერდი.
მისივე თქმით, გაარკვევენ რუსულ სოციალურ ქსელთან და მასთან ვისაც ევალება საკითხის მოგვარება, თუ ვინ დაწერა “წაშლილი პოსტი”.
„1801 წლამდე საქართველო არ არსებობდა, იგი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს“ – დიმიტრი მედვედევი
კომენტარები