“ლელოს” დეპუტატი დავით უსუფაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ “ვიოლა ფონ კრამონი არსად შესაშვები არ არის”, ეხმაურება და ამბობს:
“არ ვუსურვებ ირაკლის, რომ თავად დაუდგეს საკითხი სადმე შესვლა-გამოსვლის. აქვს ქვეყანას უფლება, ვიღაცა შეუშვას, ან არ შეუშვას. ზოგადად, ევროპარლამენტარები ხშირად შედიოდნენ ყველა დროს საპატიმრო დაწესებულებებში, თუ რაიმე ძალიან კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, არ მგონია ეს სწორი იყოს, რადგან ეს საერთაშორისო გაზიარებული პრაქტიკაა.”
კომენტარები