არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ არც ვიძლევით სანქციების გვერდის ავლის საშუალებას – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას, სადაც იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსი იმედოვნებს, რომ არაწევრი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დაიცავენ და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას არ გაუადვილებენ:
“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით – არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ არც ვიძლევით სანქციების გვერდის ავლის საშუალებას. თუ ვინმეს აქვს საუბარი სანქციების დაწესებაზე, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანად ჩაკეტვაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ”.
კომენტარები