• რეკლამა
  • კონტაქტი
03:54, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რას აძლევს ივანიშვილს პარტნიორებისთვის “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებული კობახიძის პრემიერად ხელახალი წარდგენა?” – კოტე კემულარია

ალია ავტორი - ალია
19:01 11-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,990

პარტიის “ტრიბუნა” წევრი, კოტე კემულარია:

ევროპაში და ამერიკაშიც არჩევნები დასრულდა, ადმინისტრაციებიც ფორმირებულია და შესაძლებელია შევადაროთ მოლოდინები და პოლიტიკური რეალიები ჩვენს რეგიონში, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში.
მოსკოვი, ანკარა და ჩვენებიც, ევროპაში მარი ლე პენის და დაგვარების ტრიუმფს ელოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა:
ევროკავშირში ფონ დერ ლაიენი ხელახლა აირჩიეს ევროლიდერად, მის მოადგილედ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მიმართულებით, ბორელის ნაცვლად, ესტონეთის ყოფილი პრემიერი კაია კალასი დაამტკიცეს, მეორე მოადგილის თანამდებობა დაამატეს-თავდაცვის უმაღლესი კომისრის და მას
ლიტვის ყოფილი პრემიერი-კუბილიუსი დაიკავებს. ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად, “ოცნების” ლიდერებისთვის “ავადცნობილი”, ასევე ბალტიისპირელი, რასა იუკნავიჩიანე დაამტკიცა.
მიტინგზე მისულ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უშვერი სიტყვებით რომ ლანძღავდნენ “ოცნების” ლიდერები, ის სწორედ კაია კალასის გუნდის ერთერთი ლიდერია!!!
საქართველოს მეგობარი კუბილიუსი, რომელსაც პაპუაშვილი-კალაძე ლანძღავდნენ, “ოცნებელი გმირი” ზარქუა-“ე ბიჭო, კუბილიუს” დამამცირებელი ეპითეტებით მიმართავდა, ევროკავშირის მთავრობის ვიცეპრეზიდენტი და ერთერთი ყველაზე გავლენიანი პირი ხდება…
ამერიკაში ტრამპმა გაიმარჯვა! თუმცა, მოსკოვის, ანკარის და ჩვენების მოლოდინი ამ მიმართულებითაც არ მართლდება: ტრამპს, ჯეიკ სალივანის, ბლინკენის გადამწყვეტ თანამდებობზე “ქორები” მოჰყავს უოლცის, რუბიოს და სხვების სახით. ეს გუნდი რუსეთის სანქცირების მხარდამჭერი იყო. ასევე ცალსახად უჭერდა მხარს ისრაელს ახლო
აღმოსავლეთის კონფლიქტში, რამაც გამოიწვია, სწორედ ანკარასთან ურთიერთობის გაცივება.
აშშ, ბრიტანული შორსმოქმედი რაკეტებით შეტევა რუსეთის ტერიტორიებზე, გახშირებული “გაჟონვები”, რუსული აგრესიის შეკავებისთვის, ტრამპის მიერ კიევისთვის საიდუმლოდ ბირთვული იარაღის მიწოდებაზე, მოსკოვისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა…
არ წარმოადგენს დიდ საიდუმლოს, ჩვენი ხელისუფლების საგარეო ვექტორზე, “ერდოგანის ხაზის” გავლენაც. ეს უკანასკნელი, მთელი 2024 წლის განმავლობაში, ორი სკამის პოლიტიკას მიმართავდა. თუმცა, ჰამასის ლიდერის ანკარაში დიდი პატივით მიღება და ამ ტერორისტული ორგანიზაციის “ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად” გამოცხადება, ერდოგანს ძვირი დაუჯდა: ნეთანიაჰუმ მას,
მაისში აშშ პრეზიდენტთან შეხვედრა ჩაუშალა, რომელზეც ერდოგანი დიდ იმედებს ამყარებდა.
ვრცელდებოდა ერდოგანის როლის შესახებ, კობახიძის ვიზიტზე ირანში და ჰამასის ლიდერთან ერთად ფოტოსესიების გამართვაზე. კობახიძესაც ძვირი დაუჯდა თეირანში ვოიაჟი—ამერიკაში ვიზიტი, პრეზიდენტთან მიღებაზე სამარცხვინო არ შეშვებით დასრულდა!!!
რას აძლევს ივანიშვილს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებული კობახიძის პრემიერად ხელახალი წარდგენა, მხოლოდ მან იცის.
ფაქტია, რომ, ეს ისედაც არალეგიტიმური დანიშვნა, საქართველოს სახელმწიფოს იზოლაციის საფრთხეს მნიშვნელოვნად ზრდის!!!
საქართველოს ამ მძიმე მდგომარეობიდან მხოლოდ ახალი, თავისუფალი არჩევნები და დასავლეთის ორბიტაზე დაბრუნება გამოიყვანს!!!
ამას ღიად გვეუბნებიან პარტნიორები ევროპაშიც და ამერიკაშიც!!!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved